,,აკონტროლებენ ვისთან მივდივარ და შემდეგ ეგრევე თვითონ მიდიან მასთან“- გარდაბნის პოლიციის შესაშური ოპერატიულობა
kkpress.ge
,, ქართული ოცნება" ქვემო ქართლში აქტიურ მუშაობას იწყებს. ოცნების შტაბების ხელმძღვანელები რუსთავთან ერთად ზონებად ყოფენ რეგიონის ყველა რაიონს.
,, 27 მაისის აქციის შემდეგ მკვეთრად გაიზარდა ჩვენი მხარდამჭერების რიცხვი. ახლა რუსთაველები ყოველგვარი შიშის გარეშე მოდიან ჩვენ ოფისში და მხარდაჭერას გამოხატავენ.
დღეის მგომარებით 1000-ზე მეტი მხარდამჭერი გვყავს რეგისტრირებული. ეს არიან ადამიანები ვინც შეავსეს ოცნების ფურცლები. ჩვენ რუსთავი დავყავით 11 ზონად. თითოეულ ზონას ყავს ხელმძღვანელი, რომელიც წარმოადგენს მისი უბნის კოორდინატორებს. თავისი მხრივ კოორდინატორები წარადგენენ ,,კარდაკარის" ხალხს.
თითოეულ ზონაში არის 8-10-მდე საარჩევნო უბანი. ჩვენ არჩევნებზე თითოეულ უბანზე თითო კოორდინატორი გვეყოლება „ - საუბრობს კოალიცია ,,ქართული ოცნების" რუსთავის შტაბის ხელმძღვანელი - ნინო ლომიძე.
ამ ეტაპზე კოალიციას ზონებად დაყოფილი არ აქვს გარდაბნის რაიონი. ოცნების გარდაბნელ მხარდამჭერებს ოფისის პრობლემა აქვთ. რაიონის კოორდინატორის თქმით, პრობლემას ადგილობრივი პოლიცია ქმნის. „ იყო რამდენი შემთხვევა, როცა შეგვპირდნენ ოფისის მოქირავებას და მეორე დღეს უარით გამოგვისტუმრეს. შემდეგ გავიგეთ, რომ დააშინეს.
მე საერთოდ გარდაბანში, როცა ვარ ერთი მანქანა, დაბურულმინებიანი შკოდის მარკის, მუდმივად დამყვება. აკონტროლებენ ვისთან მივდივარ და შემდეგ ეგრევე თვითონ მიდიან მასთან. ამის წყალობით დააშინეს ის ადამიანებიც ვინც ჩვენთვის ოფისის მოქირავებას გეგმავდნენ. ასევე, გარდაბანში, რომ შევდივარ სოფელ თაზაქენდთან ორი მანქანა მუდმივად დგას. როგორც კი შევალ რაიონში ეგრევე ამედევნებიან ხოლმე " - საუბრობს გარდაბნის კოალიცია ,,ქართული ოცნების" შტაბის ხელმძღვანელი, ბაკურ ზურაბიანი.
გარდაბნის ოფისთან დაკავშირებით 29 მაისს რუსთავში ჩამოსულმა, ზვიად ძიძიგურმაც ისაუბრა. ,, არ ვიცი, როგორ მაგრამ ერთ კვირაში გარდაბანში ოფისი უნდა გვქონდეს. ამ საქმეს უნდა მივხედოთ. თუ საჭირო გახდება კარძო სახლიც დავიქირავოთ" - საუბრობდა ძიძიგური, კოალიციის რუსთაველ კოორდინატორებთან შეხვედრისას.
ოფისის პრობლემის გარდა გარდაბნელი კოალიციის წარმომადგენლები სხვა თემაზეც საუბრობენ. ,, 27 მაისის, აქციის დროს გარდაბნიდან თბილისის მიმართულებით მოძავ მოკროავტობუსებს პრობლემა შეუქმნეს. თუ ჩვეულებრივად ტრანსპორტი 10-15 წუთის შუალედით დადის იმ დღეს 1 საათიანი ინტერვალები გააკეთეს.
რაც შეეხება უშუალოდ ჩვენს მიმართ დაშინებებს, ან პროვიკაციას ამ ეტაპზე ადგილი არ ჰქონია" - საუბრობს ზურაბიანი.
kkpress.ge მასალის გამოყენება შეგიძლიათ, მხოლოდ, საიტის მითითებით

Comments