,, ცენტრალურ გზებს ასუფთავებენ და აქვე კორპუსები, რომ დაიტბორა ამაზე არავინ ფიქრობს“

kkpress.ge

გუშინ რუსთავში მოსული ძლიერი წვიმის შედეგად, რამდენიმე საათით დაიტბორა მეგობრობის გამზირი. სატრანსპორტო გზის სავალ ნაწილზე დაგუბებლმა წყალმა პრობლემები ავტომობილებს შეუქმნა. მე-12 მკ.რ-ში რამდენიმე ავტომობილი მწყობრიდან გამოვიდა და გზაზე დარჩა. საგანგებო სიტუაციების სამსახური და საპარტულო პოლიცია კი, ძირითადად, სასტუმრო ,,რუსთავის" მიმდებარე ტერიტორიაზე მუშაობდა. გადაიკეთა მეგობრობის გამზირის ყველაზე მეტად დატბორილი გზის მონაკვეთები. მდგომარეობა დაახლოებით 3 საათში გამოსწორდა. წყალი სანიაღვრე არხებში ჩავიდა და სატრანსპორტო გზა გამოჩნდა.
დილიდან მერიის სპეციალური სამსახურები ცენტრალური გზების დასუფთავებას ახდენენ. იალღუჯის მთიდან ჩამოსული ტალახად ქცეული მიწა, ახლა პატარა გორებად რუსთავის სასტუმროს და შარტავას გამზირზე გროვდება. ,, ცენტრალურ გზებს ასუფთავებენ და აქვე კორპუსები, რომ დაიტბორა ამაზე არავინ ფიქრობს. ახლაც კი, როცა ტროტუარები გადაწმინდეს ეს წყალიც ჩვენ შემოგვივიდა.

ცუდი მდგომარეობაა კორპუსის შიდა ეზოშიც. ისედაც დანგრეული იყო ეს გზა და ახლა უარესი დაემართა" - საუბრობენ, რუსთავის ტაშკენტის №5-ის მაცხოვრებლები.

მეგობრობის გამზირის მახლობლად მდებარე კორპუსების შიდა ეზოები დატბორილია. წყალი შესულია შარტავას №13 კორპუსის სარდაფში. ,, თითქმის ყველა კორპუსში არის წყალი ჩასული. ეს წყალი ამოსატუმბია და შიდა გზა არის მოსაწესრიგებელი. ეს გზა დაგებული და მოწესრიგებული, რომ ყოფილიყო ახლა ასეთი მდგომარეობა არ გვენებოდა" - საუბრობს რუსთაველი, ნინო კუხალეიშვილი.

მერიის სპეციალური სამსახურები კი ცენტრალური გზების მოწესრიგებას აგრძელებენ.





kkpress.ge მასალის გამოყენება შეგიძლიათ, მხოლოდ, საიტის მითითებით

Comments