რუსთაველი ,,ახალი მემარჯვენეები“ ადგილობრივ ხელისუფლებას აკრიტიკებენ

kkpress.ge

დღეს, რუსთავში ,,ახალი მემარჯვენეების" ოფისის ხელმძღვანელმა, ზურაბ გელაშვილმა პრესკონფერენცია გამართა. გელაშვილი ჟურნალისტებს რუსთავში არსებულ ეკოლოგიურ პრობლემებზე ესაუბრა. ,, ჩვენი საუბრის ერთ-ერთი თემაა რუსთავში სანიაღვრე ჭებთან დაკავშირებული პრობლემებია. 14 მაისს მოსულმა წვიმამ დაახლოებით 15 წუთში დატბორა ქალაქი. მიზეზი კი ისაა, რომ იალღუჯიდან ჩამოსული ნიაღვარი სანიაღვრე ჭებში და კოლექტორებში ვერ მოხვდა. ჩვენ, ვთვლით, რომ აუცილებელია იალღუჯის მთის ქვევით კოლექტორების მოწყობა, რათა ასეთი მდგომარეობა აღარ განმეორდეს" - საუბრობდა რუსთავში ,,ახალი მემარჯვენეების" ოფისის ხელმძღვანელი.
რუსთაველი ,,ახალი მემარჯვენეების" მხრიდან კრიტიკა დაიმსახურა საწარმო ,,ჯეოსთილმაც". ,, კომპანია ,,ჯეოსთილს" დღემდე არ დაუმონტაჟებია ფილტრები, მიუხედავად მოსახლეობის არაერთი მოთხოვნისა. ამ ფატზე რეაგირებას არ ახდებს ქალაქის მერიაც. ნაცვლად იმისა, რომ ჩაერიოს მსგავს საკითხში, ქალაქის ხელმძღვანელობა კიდევ უფრო მეტ პრობლემას უქმნის მოსახლეობას.

რუსთავში მეგობრობის №30-ის წინ გაზგასამართი სადგური შენდება. მას კორპუსიდან 15 მეტრი აშორებს. ის პრაქტიკულად ფარავს პირველ სართულზე მცხოვრევი მოქალქეების ფანჯრებს. ეს ხდება მაშინ, როდესაც ქვეყანაში არა ერთი ფაქტია, როდესაც გაზგასამართ სადგურზე აფეთქებები ხდება. მშენებლობის ნებართვა ქალაქის ურბანული სამსახურის მიერაა გაეცემული, რომელიც თვლის, რომ საცხოვრებელი კორპუსის წინ ასეთი ობიექტის მშენებლობა ნორმალურია" - აცხადებს, გელაშვილი.


kkpress.ge მასალის გამოყენება შეგიძლიათ, მხოლოდ, საიტის მითითებით

Comments