ახალ სამგორში მოსახლეობა GLOBAL TV-ის თეფშებს მთავრობისადმი პროტესტის ნიშნად აყენებს




,,დაახლოებით აპრილის თვეს,  აბსოლუტურად უსასყიდლობ დაგვიყენეს ეს თეფშები. ამის შემდეგ  მალევე ადგილობრივი პოლიცია გამოჩნდა, დაიწყეს იმ ადამისნები გვარების ჩაწერა ვინც კომპანიისგან ეს საჩუქარი მიიღო. მე, რამდენადაც ვიცი პირდაპირ არავისთან მისულან და  უთქვამთ  მოხსენი-ო, მაგრამ ყველა ოჯახი ვისი ახლობელიც საჯარო დაწესებულებაში ან რომელიმე საწარმოში მუშაობდა კატეგორიულად გააფრთხილეს GLOBALTV-ის თეფში მოეხსნათ. ამიტომ სოფლის ძალიან მცირე ნაწილმა, ალბათ, სულ რამდენიმე ოჯახმა, ეს თეფშები  თვითონ მოხსნა" - საუბრობენ, ახალი სამგორის მაცხოვრებლები. მათი თქმით, მოსახლეობის ნაწილმა ვისაც არც ერთი ოჯახის წევრი არ ჰყავს დასაქმებული და უკიდურეს გაჭირვებაში ცხოვორობს, მთავრობისადმი პროტესტის გამოხატვის ნიშნად globaltv-ის თეფშები მაქსიმალურად გამოსაჩენ ადგილას დაამონტაჟეს.


,, ჩვენ სოფელში, უკვე, წლებია გაყვანილია ბუნებრივი აირის მილები, მაგრამ ბუნებრივი აირი არც ერთ ოჯახს არ გვაქვს. ახლა, მოვიდნენ და ამბობენ, რომ ბუნებრივ აირს 3 თვეში შეგვიყვანენ  სახლში. კერძო კომპანიიდან იყვნენ მოსული. არ ვიცი, გვატყუებენ, თუ მართალა შემოიყვანენ, მაგრამ რაც არ უნდა გააკეთონ ეს სოფელი მთავრობას ხმას არ მისცემს.
წლებია უწყლობაში და სრულ უყურადღებობაში  გვამყოფებენ. ჩვენ ნაკვეთებში სარწყავი წყალი არ არის, სასმელი წყალი კი 3 დღეში ერთხელ 1  საათით მოდის. ისიც სასმელად ვარგისი არ არის. წყალს ვედროს 10 თეთრად ვყიდულობთ. როგორ გგონიათ ასეთი ხალხი მიშას მივცემთ ხმას?  აქაური მოსახლეობა იმდენად უკმაყოფილოა ხელისუფლებით, რომ ბევრი ოჯახი მათ ჯინაზე ამ თეფშებს ჭიშკარზე ამაგრებს „ -  გვიხსნიან ადგილობრივები.

Comments