Tbilisi Open Air-ის პრომო ტური რუსთავში

kkpress.ge

18 საათიდან რუსთავის მერიის წინ მოედანზე ახალგაზრდებმა შეკრება დაიწყეს. ისინი მოედნიდან წამოსულმა მუსიკის ხმამ მიიზიდა. ,, ჩვენ არ ვიცოდით აქ კონცერტი, თუ იყო. ყოველ საღამოს სვეირნობთ ამ მოაედანზე და ძალიან გაგვიხარდა ასეთი კარგი მუსიკა, რომ დაგვხვდა"- ამბობდა, რუსთაველი თორნიკე ბარბაქაძე.
რუსთაველი ახაგაზრდების აცეკვებასა და გართობას მცირე სცენიდან მუსიკალური ფესტივალის Tbilisi Open Air-ის წარმომადგენლები ცდილობდნენ. ფესტივალი რუსთავში სტუმრობით პრომო ტურს აწყობდა. მათი მიზანი, რუსთაველი ახალგაზრდების Open Air-ით დაინტერესება იყო. ფესტივალის დასკვნითი კონცერტები კი თბილისში 2-3 ივნისს შედგება.



kkpress.ge მასალის გამოყენება შეგიძლიათ, მხოლოდ, საიტის მითითებით

Comments