Bp-ის ახალი გეგმები - საქართველო არსებულზე 2-ჯერ მეტ ბუნებრივ აირს გაატარებს

kkpress.ge

სამხრეთ კავკასიურ მილსადენს (bp) ახალი დიდი გეგმები აქვს. 2013 წლიდან bp იწყებს პროექტის გაფართოებას და საქართველოს ტერიტორიაზე არსებული მილსადენის პარალელურ მილს გაიყვანს. ბუნებრივი აირის აზერბაიჯანიდან საქართველოს გავლით თურქეთში და ევროპაში გასატანად - ქვემო ქართლში 2 ახალი ობიექტი აშენდება. პროექტის შედეგად მილსადენი 2-ჯერ გაზრდის გატარებული ბუნებრივი აირის რაოდენობას და 2017 წლიდან Bp, არა 8 მილიარდ მ3 არამედ 16 მილიარდ მ3 ბუნებრივ აირს გაატარებს.

დაგეგმილი სამუშაოები მოიცავს მილსადენის ახალი მონაკვეთის მშენებლობას აზერბაიჯანის საზღვრიდან მარნეულის ჩრდილო-დასავლეთით. ახალი მონაკვეთის სიგრძე შეადგენს 56 კმ-ს.

Bp-ის გაფართოების პროექტის გარემოზე ზემოქმედების ანგარიშის (გზშ) განხილვა რუსთავში 20 ივლისს შედგა. შეხვედრას ერთი ადგილობრივი მაცხოვრებელი დაესწრო. ,, ჩვენ ამ შეხვედრის შესახებ ინფორმაცია გავავრცელეთ, როგორც ცენტრალური, ასევე, ადგილობრივი პრესით. ასევე, შესაბამისი, პოსტერები გავაკარით იმ სოფლებში, რომლებიც მოხვდებიან ჩვენი პროექტის ზემოქმედების ქვეშ" - საუბრობდნენ Bp-ის წარმომადგენლები. საჯარო განხილვაზე მოსული, ერთადერთი გარდაბნელი კი ირწმუნებოდა, რომ შეხვედრის შესახებ შემთხვევით შეიტყო.
გზშ-ს განხილვას არ ესწრებოდნენ ქვემო ქართლის სამხარეო ადმინისტრაციის და ადგილობრივი თვითმმართველობების წარმომადგენლები.

Kkpress.ge ეცდება მაქსიმალურად დეტალურად გადმოსცეს განხილვაზე გაჟღერებული ინფორმაცია, რომელიც შეუძლებელია არ იყოს საინტერესო ჩვენი მკითხველისთვის.

ორი ობიექტი, რომელზეც განხილვაზე ყურადღება გამახვილდა გარდაბნის და წალკის რაიონებს ეხებათ. Bp-ის წარმომადგენლები აცხადებენ, რომ ბუნებრივი აირის გაზრდილი რაოდენობის ტრანზიტისთვის საჭიროა 2 საკომპრესორო სადგურის აშენება.

,, ერთი ასეთი სადგური გარდაბნის ტერიტორიაზე განთავსდება.იქ, სადაც დღეს, როგორც მოგეხსენებათ Bp-ის საქაჩი და გამანაწილებელი სადგურებია. ადგილზე იმუშავებს მუდმივ რეჟიმში 3 ტურბუნა. ერთი გვექნება რეზერვისთვის. ასეთივე სადგური აშენდება წალკაში" -საუბრობს Bp-ის საგარეო ურთიერთობათა სამსახურის უფროსი, გია ღვალაძე.

პროექტის გზშ-ს მიხედვით გარდაბნის რაიინის სოფელ ჯანდარაში ახალი სადგურს დაახლოებით 44 ჰექტარი დასჭირდება. გარდაბნის და წალკის სოფელ რეხის გარდა, ახალი ობიექტი აშენდება სამცხე-ჯავახეთში, კერძოდ ვალეში. საქართველო-თურქეთის საზღვართან წნევის მარეგულირებელი და გამზომი სადგურის მშენებლობა იგეგება.

,, ყველა სადგური იქნება უახლესი ტექნოლოგიბით აგებული. ჩვენ მაქსიმალურად შევამცირებთ გარეზე ზემოქმედებების რისკებს. სადგურზე მოხნდება ხმარის მოდელირება, ასევე ობიექტის დიზაინი მოგვცემს შესაძლებლობას მაქსიმალურად შემცირდეს ვიბრაცია" - აღნიშნავს, Bp-ის გარემოს დაცვის საკითხების ხელმძღვანელი, ლაშა იაკობიძე.

მისი თქმით, კომპანია უზრუნველყოფს ნიადაგის საფარის ყველაზე ნაყოფიერი ნაწილის იმგვარ მოხსნას და შენახვას, რომ მილების ჩაწყობის შემდეგ შესაძლებელი გახდის ამავე საფარის დადება და ნიადაგის აღდგენა.

გზშ-ში ვკითხულობთ, რომ გარკვეული ცვლილებები ელით რეგიონის მდინარეებსაც. ,, წყალაღებამ, მდინარეების კვეთების მოწყობამ და ჩამდინარე წყლების ჩაშვებამ შესაძლოა ზემოქმედება იქონიოს მდინარეების ალგეთის, მტკვრის და ქციის ან ტბების წყლის ხარისხზე და მათ ირგვლივ არსებულ ეკოლოგიურ რეცეპტორებზე. მდინარის ეკოლოგიური გარემო მგრძნობიარეა წყლის და ნატანის ხარჯის ცვლილების და ტოქსიკური მასალწების ჩაღვრის მიმართ.

მილსადენისა და მისი მოწყობილობების გამოსაცდელად საჭირი იქნება დაახლოებით 90. 000 მ(№) წყალი. წყლის მდინარიდან აღების შემთხვევაში წყალღება მოხდება ნელა, რათა აღებულ იქნეას არა უმეტეს მდინარის ხარჯის მეათედი. წყალღების მილებზე დამონტაჟდება ბადე, რათა თებზი არ მოხდეს მილში" - ვკითხილობთ, მილსადენის გაფართოების პროექტში.

კიდევ, ერთი საკითხი რაც ყველზე მეტად პროექტის ზემოქმედებაში მოხვედრილ მოსახლეობას დააინტერესებს, მიწაზე მათი საკუთრების უფლებაა.

Bp-ში შესაბამისი სამსახურის ხელმძღვაელი, დავით მაისურაძე გვაცნობს კომპანია პირობებს მიწის უფლებების და კომპენსაციების საკითხებზე

მაისურაძემ განხილვაზე Bp-ის სახელმძღვანელო წარადგინა, სადაც მიწის ფასები, მისი ადგილმდებარეობის მოხედვითაა ჩამოთვლილი. სახელმძღვანელოს თანახმად კომპანია გარდაბნის რაიონში 1 ჰ მიწისთვის 68 000 ლარიდან 97 800 ლარს იხდის. თანხა განსხვავებულია წალკის მუნიციპალიტეტისთვის, აქ 1 ჰ მიწა 50 572 ლარდაა შეფასებული. ორივე რაიონისთვის ერთნაირია საძოვრის დანიშნულების მქონე მიწის შესყიდვის ფასი. Bp ასეთი სტატუსის მიწის 1 ჰ 20 400 ლარად შეიძენს.

სამხრეთ კავკასიური მილსადენის წარმომადგენლები ირწმუნებიან, რომ ყველაფერს გააკეთებენ იმისთვის, რომ bp-ის ზემოქმედება გარემოზე მაქსიმალურად მცირე იყოს.

თავისი მხრივ, მილსადენის გაფართოებით საქართველო-აზერბაიჯანი-თურქეთი ურთიერთობის ახალ ეტაპზე გადადიან. ერთის მხრივ საქართველო, როგორც ტრანზიტორი მის ტერიტორიაზე გატარებული ბუნებრივი აირის 5%-ს იღებს, მეორეს მხრივ კი უსაფრთოხოების კუთხით მილსადენი საქართველოსთვის გარკვეულ დამცავფარსაც წარმოადგენს. თუმცა იმ შემთხვევაში თუ bp არ გაუფრთხილდება რეგიონის ეკოსისტემას და შექმნის მნიშვნელოვან ეკოლოგიურ პრობლემებს, მისი მოტანილი ყველა სიკეთე გაუფასურდება.



kkpress.ge მასალის გამოყენება შეგიძლიათ, მხოლოდ, საიტის მითითებით

Comments