სოფლის მხარადაჭერის პროგრამით გამოყოფილი 32 105 ლარის გაკეთებული საქმე არსად ჩანს


მანონ ბოკუჩავა
სპეციალურად ,,რეზონანსისათვის“ ქვემო
ქართლიდან

მარნეულის რაიონ სოფელ დაშთაფაში,  ,,სოფლის მახრდაჭერის პროგრამა“-ს ადგილობრივებისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი პრობლემები უნდა მოეგვარებია. აღნიშნული პროგრამის ფარგლებში სოფელში სასმელი წყლის მილების რეაბილიტაციისთვის 10 000 ლარი გამოიყო, ხოლო 22 105 ლარი სარწყავი არხების გაწმენდისთვის.  პროექტის განრიგის თანახმად სამუშაობი ამაწლის 1 მარტს დაიწყო და ივნისში დასრულდა.

მიუხედავად იმისა, რომ პროექტით სამუშაოები დასრულებულია, ,,რეზონანსს“ დაშთაფაში უხსნიან, რომ სოფელის ყველაზე დიდი  პრობლემა, კვლავ სასმელი და სარწავი წყალია. დაშთაფას შიდა ქუჩებზე ახალი წყლის მილები შესამჩნევია, თუმცა ადგილობრივების  თქმით,  წყალი კვირაში ორ ჯერ და ისიც 2 საათით აქვთ.


,, ერთიანობაში სასმელი წყალი კვირაში 3-4 საათი გვაქვს. ამ დროის განმავლობაში წყალი, როგორც სასმელად ასევე სხვა დანიშნულებითაც უნდა მოვაგროვთ. ვეღარ გავიგეთ ეს მილები და ონკანები, რაღათ გვინდოდა წყალი, თუ ისევ აღარ გვექნებოდა?!   პრობლემაა ისიც, რომ წყალს მოსვლისთანავე ვერ ვიღებთ, უცნაური სუნი აქვს და დრო სჭიდება, რომ ნელ-ნელა გაიწმინდოს. ეს გვიჩენს შიშს,  რომ მილები დაზიანებულია და სასმელად უვარგის წყალს ვსვამთ. 

სარწყავ წყალზე, ხომ საერთოდ საუბარი არ არის. წვიმის იმედად ვართ. სოფელში სადაც სარწყავი წყალი არ არის ხალხის შრომა უშედეგოა.  არხები  გაწმინდეს, თუ რა ქნეს  ჩვენ არ ვიცით მაგარმ ფაქტია, რომ დაშთაფას სარწავი წყალიც  არ აქვს“ , - გვიხსნიან სოფლის ცენტრში შეკრებილი ადგილობრივები.

დაშთაფას სხვა პრობლემაზე საუბრობს ალი მამედოვი. მისი თქმით,  სასმელი და სარწყავი წყლის გარდა, სოფელს ბუნებრივი აირის პრობლემაც აქვს. ,, ცენტრალური მილი სოფლამდე  მოყვანილია, თუმცა შიდა ქუჩებამდე მის მოყვანას და შემდეგ ოჯახებში შეყვანას ჩვენ ვერ ვახერხებთ. ამ სამუშაოებისთვის   400-500 ლარს ითხოვენ. მთავრობას ვთხოვთ დაგვეხმარონ. წინ ზამთარი გველის.  ნელ-ნელა შეშას კი ვაგროვებთ, მაგრამ ეს ერთ თვეს თუ გვეყოფა“, - საუბრობს მამედოვი.

დაშთაფაში 2002 წლის მოსახლეობის აღწერით 1462 ადამიანი ცხოვრობს. სოფელს ქალაქ მარნეულიდან 16 კილომეტრი აშორებს. მიუხედავად, იმისა რომ დაშთაფაში ქართულ და აზერბაიჯანულ ოჯახებთან ერთად,  სომხური მცირე დასახლებაც არის - მათ ეთნიკურ ნიადაგზე კომფლიქტი არ აქვს. ამბობენ, რომ სოფელში მცხოვრებ სხვადასხვა  ეროვნების ადამიანებს  ერთმანეთთან სადავო არაფერი აქვთ და მათი ერთადერთი სადარდებელი  წლების მანძილზე მოუგვარებელი  პრობლემებია.

Comments