Tuesday, October 30, 2012

რუსთავის ქალთა მე-5 საპყრობილის რეალობა - humanrights.ge-ს რეპორტაჟი

მანონ ბოკუჩავა, ქვემო ქართლი
humanrights.ge

„ქალი ციხეში კი არა სახლში გამოკეტილიც ცოდვაა“, - თავის მოსაზრებას გვიზიარებს ტაქსის მძღოლი, რომელსაც რუსთავის მე-5 ქალთა საპყრობილესთან მივყავართ. ამანათების მისაღებში ჩვილების და პატარა ბავშვების ტირილი ისმის. პატარა გოგონას ვერ ამშვიდებენ - „დედის სანახავად შეგვყავს და ფორმიანების ეშინია“. დედასთან შეჰყავთ ტანასაცმეში ჩაფუთნული მცირეწლოვანი ბავშვიც.

„საპყრობილეში ერთ-ერთი ყველაზე მთავარი პრობლემა პატიმრების სამედიცინო დახმარებას უკავშირდება. აქ თითქმის ყველა პატიმარს კუჭის და ნაწლავების პრობლემა აქვს. მიზეზი კი ციხის საკვებია. ზუსტად წელს ერთ-ერთმა პატიმარმა საჭმელში მატლი იპოვა. ბევრი ასეთ საკვებს ვერ ჭამს და შემდეგ შიმშილისგან ხდება ცუდად. პატიმრები ციხეში კბილის ექიმთან ვერ მიდიან. გავრცელებული ინფექციების გამო შიშობენ, რომ რამე გადაედებათ“, - გვიხნის ერთ-ერთი პატიმრის ახლობელი. მისი თქმით, საპყრობილის საკნებში იატაკი არ არის, რის გამოც პატიმარი ქალები ხშირად ცივდებიან.


„ძალიან მალე დიდი ამბები გასკდება ამ ციხიდან. სერიოზული გარიგებებია ციხის ადმინისტრაციასა და სამედიცინო ჰოსპიტალს შორის. თქვენ კითხვებს არ გიჩენთ ის გარემოება, რომ ციხეში 30- 40 წლის ქალებს და ზოგადად ქალების უმრავლესობას საშვილოსნო აქვთ ამოკვეთილი?! შეიძლება ამდენ პატიმარს საშვილოსნოს პრობლემა ჰქონდეს?!“ - საუბრობენ ადვოკატები და პატიმართა ახლობლები.

Humanrights.ge რუსთავის მე-5 საპყრობილესთან 19 ოქტომბერს მუშაობდა. ჩვენთან საუბრისას ციხიდან გამოსული ადვოკატები აცხადებდნენ, რომ ციხეში ქალები შიმშილობას აგრძელებენ და საპყრობილეში ბუნტის საფრთხე რეალურად არსებობს.

„დაახლოებით 15 წუთის წინ დამირეკა პატიმარამ და მითხრა, რომ ქალები პროტესტის ნიშნად საკნებში არ შედიან. ეს ყველაფერ კი იმან გამოიწვია, რომ მათ 18 ოქტომბერს ტუბერკულოზზე ჩატარებული ანალიზის პასუხები შეიტყვეს. აღმოჩნდა, რომ ტუბერკულოზის პლიუს ფორმა საკმაოდ ბევრსა აქვს. პლიუსი, მოგეხსენებათ ნიშნავს ყველაზე საშიშ და გადამდებ ფორმას. საკანში, სადაც 40 ქალია, ათს აღმოაჩნდა ტუნერკულოზის პლიუს ფორმა.

ახლა, როგორც პატიმრები მიყვებიან, მათთან ციხის ადმინისტრაცია შედის და ეუბნება, რომ ანალიზებში არის ცდომილება. უხსნიან, რომ კონტეინერები იყო დაბინძურებული. ეს უსუსური არგუმენტია“, - ამბობს ადვოკატი სალომე არჩვაძე.

მისი თქმით, მე-5 საპყრობილეში ტუბერკულოზით დაავადებულ პატიმრებს ჯანმრთელობისთვის აუცილებელი პირობები არა აქვთ. ისინი იმყოფებიან ისეთ საკნებში, რომლებიც არ ნიავდება. კედლები კი გაჯერებულია ქიმიური ნივთიერებებით, რომელიც მათ ჯამრთელობაზე უარყოფითად მოქმედებს.

სალომე არჩვაძის ინფორმაცით, ტუბერკულოზი აღმოაჩნდა პატიმარ ქალს, რომელსაც ჩვილი ბუნებრივ კვებაზე ჰყავს.

ქალთა საპყრობილეში არსებულ მდგომარეობაზე ინფორმაციას გვაწვდის ორგანიზაცია „კავკასიის ქალები საუნივერსიტეტო განთლებით“ წარმომადგენელი, ადვოკატი ნონა ფილაურიც. ჩვენი თხოვნით მან 19 ოქტომბერს ადმინისტრაციასთან მოშიმშილე პატიმართა გვარები დააზუსტა: „ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი პატიმრები არ შიმშილობენ. თუმცა, ადმინისტრაციასთნ აღნიშნული საკითხის დაზუსტებისას მითხრეს, რომ ამჟამად შიმშილობს ოთხი ქალბატონი. ესენი არიან: ქეთევან ზარნაძე, თამრიკო ტალიკაძე, ირმა კვარაცხელია და მაია სალუქვაძე. მათი მოთხოვნაა, გადამოწმდეს მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა და გაეწიოთ შესაბამისი სამედიცინო დახმრება“.

რუსთავის მე-5 საპყრობილის ადმინისტრაციამ Humanrights.ge-სთან საუბრისგან თავი შეიკვა. თუმცა, სამხედრო პირების მეშვეობით გადმოგვცა ინფორმაცია, რომ საპყრობილეში მხოლოდ სამი ქალბატონი შიმშილობს.

აღნიშულ ციხეში პატიმართა შიმშილობის შესახებ ინფორმაციის გავრცელების შემდეგ უფლებადამცველები შევიდნენ. მიუხედავად ამისა, პატიმრების მცირე ნაწილმა შიმშილობა გააგრძელა და ისინი კვლავ ყურადღებას ითხოვენ.

პატიმართა ახლობლები და ადვოკატები აცხადებენ, რომ რუსთავის მე-5 საპყრობილეში არსებულმა პრობლემებმა ახლა ერთბაშად იჩინა თავი, რადგან პატიმრებს ადმინისტრაციის ნაკლებად ეშინიათ და თავიანთი პროტესტით სიტუაციის უკეთესობისკენ შეცვლის იმედი აქვთ.


Reality from Rustavi Prison # 5 for a Female Convict – Report of Humanrights.ge
29.10.2012

Manon Bokuchava, Kvemo Kartli


“It is a pity to lock women up not only in prison but also at home,” a taxi-driver taking us to Rustavi Prison # 5 for female convicts told us. We hear babies and toddlers crying in the reception. Relatives cannot calm a little girl – “we want to take her to her mother but she is afraid of people in uniforms.” A baby wrapped in clothes is also taken to his mother.

“One of the main problems of the prison is the lack of proper medical assistance for inmates. Almost every prisoner has digestive health problems. This is caused by poor food in the prison. This year, one inmate found a worm in her food. Many of them cannot eat this food and then they get sick because they are under-nourished. Prisoners cannot go to a dentist in prison. They are afraid of spreading infections,” a relative of a prisoner explained to us. She said there is no floor in the cells so female prisoners often have colds.

“Soon scandalous stories will start to come out of this prison. Serious deals are made between the prison administration and the medical hospital. Do not you find it strange that these are female prisoners aged between 30 and 40 and the majority of them have had hysterectomies?! Could so many prisoners have womb problems?!” lawyers and prisoners’ relatives ask.

Humanrights.ge visited Prison # 5 on October 19. Lawyers leaving the prison told us that women were continuing their hunger-strike and that there was a real threat of rioting in the prison.

“About 15 minutes ago a prisoner called me and said prisoners were refusing to enter their cells in protest. The reason for their protest was the results of tuberculosis tests conducted on October 18 in the prison. They showed that the majority of them had the active form of tuberculosis, which is a dangerous disease. 10 out of 40 women in each cell has this active form of tuberculosis.

Now, prisoners have told me that the prison administration is trying to convince them that there was mistake in the tests and allege that the test-tubes were contaminated. It is a weak argument for the prisoners,” lawyer Salome Archvadze said.

She added that the conditions for prisoners sick with tuberculosis in prison # 5 are very poor. Their cells have no windows. The walls are soaked with chemicals that have a negative impact on women’s health.

According to Salome Archvadze, a prisoner who is breastfeeding her child also has tuberculosis.

A representative of the organization Caucasian Women with University Education, lawyer Nona Pilauri, also spoke about the current situation in the women's prison. At our request she provided the names of the inmates on hunger strike on October 19. “My clients are not on hunger strike. However, the prison administration told me that four women are on strike now and they are: Ketevan Zarnadze, Tamriko Talikadze, Irma Kvaratskhelia and Maia Salukvadze. They demand reexamination of their health conditions and relevant medical assistance.”

The administration of Rustavi Prison # 4 refrained from speaking with humanrights.ge. However, they sent message to us via security officers that only three inmates are on hunger-strike in the prison.

After the information about the ongoing protest in the prison was spread, human rights defenders went to the prison. Despite that, these few prisoners are continuing their hunger-strike and still request that attention be paid to their demands.

Relatives and lawyers of prisoners said that the problems of Prison # 5 were exposed all at once because inmates are no longer afraid of the prison administration and hope to change their conditions for the better.



No comments: