,, შეხედეთ ჩემ ხელებს, ხუთი თვეა ცემა-ტყეპაში ვარ…“
მანონ ბოკუჩავა
სპეციალურად ,,რეზონანსისათვის“ ქვემო
ქართლიდან
,, შეხედეთ ჩემ ხელებს, ხუთი თვეა
ცემა-ტყეპაში ვარ“ - მიმართავდა 10 ოქტომბერს სასამართლო დარბაზში რუსთავის
პროკურორ მირზა სუბელიანს, ,,სახალხო კრების" ქვემო ქართლის ახალგაზრდული ფრთის ხელმძღვანელი,
თორნიკე არევაძე. თავისი მხრივ, სუბელიანი
არევაძეს ბრალის აღიარების შემთხვევაში საპროცესო გარიგების დეტალებზე
ესაუბრებოდა.
,,
არ ვარ დამნაშავე და არაფერს ვაღიარებ. რა ხდებნა ამ რუსთავში არ შეცლილა
მთავრობა?!“ - არევაძე სასამართლო დარბაზში შემოსულ ახლობლებს ეკითხებოდა.
რუსთავის პროკურორი არწმუნებდა, რომ ,,ძალიან კარგად ესმის მისი“, თუმცა კითხვა ვინ და რატომ სცემდა ეჭვმიტანილს 5 თვის მანძილზე მას არ
დაუსვამს.
შეგახსენებთ,
რომ თორნიკე არევაძე და მოქალაქე
ვახტანგ დანელია
არიან ეჭვმიტანილნი, რუსთავის რესტორან ,,ქალაქურში“, გარდაბნელი ნაზიმ კამბაროვის ფიზიკურ შეურაცხოფაში. მათი
სასამართლო
პროცესი უკვე, მე-5 თვეა მიმდინარეობს.
არევაძის
თანაგუნდელები
და ახლობლები მიიჩნევენ, რომ ეს დაკავება მის პოლიტიკურ
საქმიანობას
უკავშირდება.
კონკრეტულად
კი ისინი არევაძის დაკავებას, 27 აპრილს მედია-კავშირ ,,ობიექტივის" ეთერში ვანო მერაბიშვილის წინააღმდე გაკეთებულ განცხადებებს უკავშირებენ. არევაძე ,,ობიექტივის"
ეთერით მერაბიშვილის რუსთავში გამართულ ფარულ შეხვედრებზე საუბრობდა.
ეჭვს
აჩენს ის გარემოებაც, რომ რუსთავის პოლიცია რესტორან ,,ქალაქურში"
8 მარტს მომხდარი ინციდენტით აქტიურ დაინტერესებას მხოლოდ, ორი თვის შემდეგ იჩენს. არევაძეს მაისში აკავებენ. მაშინ, როდესაც ინციდენტიდან ორი თვეა გასული და მას ,,ობიექტივისთვის
" მართლაც
აქვს ინტერვიუ მიცმული.
კითხვებს
ბადებს ის გარემოებაც, რომ ინციდენტის დღეს რამდენიმე საათში რესტორან ,,ქალაქურში" როგორც რუსთავის სამმართველოს ასევე, პირველი განყოფილების დეტექტივ-გამომძიებლები იმყოფებოდნენ. ისინი ესაუბრნენ, როგორც დაზარალებულს, ასევე მოწმეებს. თუმცა მიუხედავად მიღებული ინფორმაციისა - არევაძის და დანელიას დაკავების გადაწვეტილება, მხოლოდ, ორი თვის შემდეგ მიიღეს.
სასამართლო პროცესზე მოწმის სახით გამოძახებული
სამართალდამცავები ამბობდნენ, რომ ინციდენტის დღეს და შემდეგი ორი თვის მანძილზე არევაძის
დაკავების საჭიროებას ვერ ხედავდნენ.
ბრალდების მხარე, რუსთავის
პროკურატურა დაზარალებული ახალგაზრდის,
მისი რესტორანში თანმხლები მეგობრების და
სამართალდამცავების ჩვენებებს ეყრდნობა.
ეს მაშინ, როდესაც დაზარებულის მეგობრები
ურთიერთგამომრიცხავ ჩვენებს აძვლევენ.
დაზარალებული კამბაროვის ერთ-ერთი ახლობელი სასამართლოზე აცხადებდა, რომ დანელიამ მას შემდეგ რაც კამბაროვს იარაღი
ჩაარტყა - მას დაუმიზნა. მოწმე ყვებოდა, რომ ამის შემდე შეშინებული იყო და გაიქცა.
დაცვის მხარის კითხვაზე, თუ გაიქცა, როგორღა ნახა მეორე ადამიანი თორნიკე არევაძე,
რომელმაც მისი პირველი ჩვენების თანახმად კამბაროვს მუხლი თავში ჩაარტყა. მოწმე
თავის სიტყვებს ცვლიდა და პასუხობდა, რომ ის კი არ გაიქცა ,,გვერდზე გაიწია".
10 ოქტომბერს არევაძის და მოქალქე დანელიას
სასამრთლო პროცესზე დაცვის მხარემ სხდომის გადადება ითხოვა. საქმე იმაში იყო, რომ
პროკურორი მირზა სუბელიანი წინა სასამართლოებისგან განსხვავებით უჩვეულოდ დამთმობი
მოევლინათ. ის პირად საუბრებში არევაძის ახლობლებთან აცხადებდა, რომ მას
პიროვნულად არევაძის საწინააღმდეგო არაფერი აქვს და არ არის წინააღმდეგი, თუ თორნიკეს
აღმკვეთი ღონისძიება მოეხსნება.
არევაძის
მეგობრები კი სუბელიანს არწმუნებდნენ, რომ
არევაძის უკანონო 5 თვიანი დაკავებისთვის და უსაფუძვლო ბრალდებისთვის - იმ
შემთხვევაში თუ საქმე არევაძის განთავისუფლებით არ დასრულდება, ცოტა ხანში,
თორნიკე არევაძის ადგილას თავად აღმოჩნდება.
შემდეგი სასამართლო პროცესი 17 ოქტომბერს
12 საათზე გაიმართება.
Comments