მარნეულის რაიონი სოფელი ყიზილაჯლო - რეპორტაჟი
kkpress.ge
მარნეულის რაიონ სოფელ ყიზილაჯლოში, 2002 წლის აღწერის შედეგებით 7 124 მოსახლე ცხოვრობს. სოფელი ორსართულიანი, აზიური სტილში გადაწყვეტილი სახლებისგან შედგება. ყიზილაჯლოში ახლა ქორწილების და ნათლობების დროა. ყველა ქუჩაზე სამზადისია: ჭიშკრებზე წითელი ლენტებია გაკრული, მეზობლები ერთმანეთს ეხმარებიან - სამ დღეში სოფელში ნათოლობა იქნება.
ყიზილაჯლოში გიდობას ასკაროვების ოჯახის, ყველაზე უმცროსი წევრი მუსტაფა გვიწევს. ის მე-5 კლასის მოსწავლეა. ქართული სასაუბრო დონეზე კარგად იცის. მუსტაფას სოფელში ყველა იცნობს და მეზობლების გასაცნობად ჩვენც დავყავართ.
,, სოფელში გვაქვს სასმელი წყალი, ბუნებრივი აირი და ელექტრო ენერგიაც. პრობლემა კი ისაა, რომ ამ ყველაფრის დაწერილი გადასახადის გადახდა გვიჭირს. არ არის სამუშა ადგილები. სოფელში არც ერთი საწარმო და ფერმა არ მუშაობს.
ოჯახების გამოსაკვებად ახალქალაქში ჩავდივართ. ჩაგვაქვს ჩვენი პროდუქტი იქ ვცლით სხვა ისეთ საკვებში რაც სოფელში არ არის.
ყიზილაჯლოს მოსახლეობის ნაწილი მოსავლის აღებასა და დახარისხებაში სოფლის იმ მაცხოვრებლებს ეხმარება, ვისაც დიდი ფართობის მიწები აქვს. ამაში, ცხადია ანაზღაურებას ვიღებთ, მაგრამ ეს აქ დროებითი სამუშაოა.
სოფელში სულ რამდენიმე კაცს აქვს დიდი ფართობის მიწა, დანარჩენებს კი მიწა არ გვყოფნის", - საუბრობენ ყიზილაჯლოს ცენტრში შეკრებილი ადგილობრივები.
სოფლის მოსახლეობის ნაწილი, ძირითადად, კი ქალბატონები ყიზილაჯლოს ცენტრისგან მოშორებით მდებარე ,, ალის საწყობში" მუშაობენ.
საწყობის მეპატრონე 50 წელს გადაცილებული ალია. ამბობს, რომ მიწა სხვაზე მეტი აქვს, მაგრამ არავისთვის წაურთმევია. ,,ერთი პერიოდი ყველანი ლილოში და სადახლოში სავაჭროდ დადიოდნენ. სწორედ, მაშინ მიდოდა სოფელში მიწების რეფორმა. მათ ვერ მიაქციეს ამ საქმეს ყურადღება და ამიტომაც მიწის დიდი ფართობები არ აუღიათ. საერთოდ მიწის და ნაკვეთის გარეშე დარჩენილი კი სოფელში არც ერთი ოჯახი არაა ", - საუბრობს ბატონი, ალი და თან ყურადღებას, მისი ნაკვეთებიდან მოყვანილი, ხახვის დახარისხებით დაკავებულ ქალბატონებს აქცევს.
,,ალის საწყობში" ჩვენი მისვლისას ქალბატობენი ეზოში ისვენებდნენ. ათამდე ადგილობრივი, დარიჩინიან ჩაის და ტკბილეულს მიირთმევს. ცხადია, ჩვენც მიგვიპატიჟეს. საუბრის თემა კვლავ უმუშევრობაა. ,, იმედია ახალი ქარხნები გაკეთდება. ჩვენთვის სულ ერთია ვინ მოვა და წავა მთავრობაში, მთავრია ხალხისთვის იყოს სამუშო", - საუბრობენ მინდორში მჯდომი ქალბატონები.
პოლიტიკა ამ სოფელში ყველაზე ნაკლებად აღელვებთ. აქ, არც ,,მიშისტი" არიან და არც ,,ბიძინისტები". სოფლის ცენტრში გაკრული ,,ნაციონალური მოძრაობის" და ,,ქართული ოცნების" მარნეულის მაჟორიტარების პლაკატები ერთნაირადაა ჩამოხეული. ქვეყანაში მიმდინარე პროცესებზე მოსახლეობა ნაკლებად ინფორმირებულია. ოჯახების ნაწილში, გვეკითხებიან: ,, - ახლა ბიძინა მოვიდა?".
პრობლემას ენის ბარიერი ქმნის. სოფელში ქართულის არ ცოდნის გამო, აზერბაიჯანულ ტელეარხებს უყურებენ. შესაბამისად, რა ცვლილებებია ქვეყანაში ნაკლებად იციან.
ყიზილაჯლოში რამდენიმე მიტოვებული შენობაა, სადაც როგორც აგვიხსნეს უწინ საწარმოები იყო. სოფლის ყოფილ წისქვილის ქარხანაში, ახლა ალის საწყობი არის. ასევე, ორი წელია დაიხურა ყიზილაჯლოს მაკარონის მწარმოებელი ქარხანა.
სოფელში ახლა ბეტონის დასამუშავებლი ცეხი მუშაობს, სადაც 7 ადამინია დასაქმებული. ყიზილაჯლოს აქვს სკოლა, ახალი საფერხბურთო მოედანი, საბავშო ბაღი და წითელ სახურავიანი რესტორანი. ამ უკანასკნეულზე გვიხსნიან, რომ მისი დამსახურებით სამწუხაროდ, ნელ-ნელა წარსულს ბარდება ,,პალატკებში" გამართული ტრადიციული აზერბაიჯანული ქორწილები.
ყიზილაჯლოში საავტომობილი გზა სოფლის მცირე ნაწილზეა დაგებული. სოფელში შესვლიდა ათი წუთის სავალის, შემდეგ გზა გუბეებით გრძელდება. ყიზილაჯლოს შიდა გზების გვერდით ჯიხურები გვხდება წარწერით ,, парикмахер". იქვეა ადგილობრივების პურის საცხობები. ქალბატონები თონეში, მთელი კვირის სამყოფ პურს აცხობენ.
გამოცხობისას ცომს, როგორც გვითხრეს კვერცხს უსვამენ ზევიდან და პური ყვითელი შეფერილობის ხდება. მათი გამომცხარი პური უგემრიელესი, რომაა ამაში ჩვენც ვრწმუნდებით. ჩვენგან განსხვავებით არ უმართლებს თონესთან მოდარაჯე ძაღლს. მისი მოთმინება შესაშურია. თონის კართან დგას და ახლად გამომცხვარი პურის არომატით იტანჯავს თავს.
სოფელს რკინიგზის ლიანდაგები ორ ნაწილად ყოფს. აქ, ძირითადად, ტვირთების გადამზიდავი მატარებლები დადიან. ყიზილაჯლოსთან მეზობლად გადის მდინარე ხრამიც. ადგილობრივები გვიხსნიან, რომ სოფელში წყლის სიუხვის და გაყვანილი არხების გამო მიწა ძალიან ნაყოფიერია.
ყიზილაჯლოს მოსახლეობა მთავრობასთან თავის სათქმელს გვაბარებს. ამბობენ, რომ სოფელს მცირე საწარმოები სჭირდება, სადაც მოყვანილ მოსავალსაც დაამუშავენ და თავადაც დასაქმდებიან.
მიუხედავად, პრობლემებისა ყიზილაჯლოში ცხოვრება მშვიდი და მყუდროა. ყველა ოჯახი ფუსფუსს დილიდან იწყებს. ბავშვები სკოლაში გარბიან, უფროსები ნაკვეთებში გასვლას ჩქარობენ, ახაგაზრდების ნაწილი კი საქონელს მიერეკება.
სოფლის ცხოვრებაში გამორჩეულად ხალისიანი და ბედნიერი დღეებიც ახლოვდება. ყიზილაჯლოში ქორწილებისა და ნათლობებისთვის ემზადებიან.
ფოტორეპორტაჟი იხილეთ შემდეგ ლინკზე: http://kkpress.ge/index.php?do=fullmod/news&id=444&mid=1
მასალა მომზადებულია IREX -ის (საერთაშორისო კვლევისა და გაცვლების საბჭო) ფინანსური მხარდაჭერით, პროექტის ,, საინფორმაციო პორტალი kkpress.ge ქვემო ქართლის რეგიონის ქართულ მედიაში აქტიური გაშუქებისთვის".
kkpress.ge მასალის გამოყენება შეგიძლიათ, მხოლოდ, საიტის მითითებით

Comments