არევაძის საწინააღმდეგო ჩვენებას ეჭვმიტანილის სტატუსით საქმეზე დაკავებული მეორე პირი აძლევს

kkpress.ge

რუსთავის საქალაქო სასმართლოში ,,სახალხო კრების" ქვემო ქართლის ახალგაზრდული ფრთის ხელმძღვანელის, თორნიკე არევაძის და მოქალაქე ვახტანგ დანელიას მორიგი სასამართლო პროცესი გაიმართა.

შეგახსენებთ, რომ თორნიკე არევაძე და მოქალაქე ვახტანგ დანელია არიან ეჭვმიტანილნი, რუსთავის რესტორან ,,ქალაქურში", გარდაბნელი ნაზიმ კამბაროვის ფიზიკურ შეურაცხოფაში. მათი სასამართლო პროცესი უკვე, მე-5 თვეა მიმდინარეობს.

დღეს, სასამართლოზე ეჭვმიტანილი ვახტანგ დანელია დაიკითხა. მან სასამართლოს განუცხადა, რომ რესტორან ,,ქალაქურში" მას და არევაძეს ფიზიკური დაპირისპირება მოუვიდათ გარდაბნელ ნაზიმ კამბაროვთან. დანელია იქვე დასძენდა, რომ კონფლიქტი კამბაროვის წამოწყებული იყოს. მისი თქმით, მას პირველმა სიტყვიერი შეურაცხოფა კამბაროვმა მიაყენე. მოწმის და ეჭვმიტანილის სტატუსით ერთდროულად დაკითხული ვახტანგ დანელია, ასევე აცხადებდა, რომ მის რეტორანში მისვლამდე, არევაძესა და კამბაროვს შორის სიტყვიერ შელაპარაკება მომხდარა. დანელიას განმარტებით, რესტორანში ყოფნისას მას არევაძემ უთხრა, რომ კამბაროვი და მისი მეგობრები არევაძის სუფრის წევ გოგონებთან ,,გამოცეკვებას" ცდილობდნენ.

ვახტანგ დანელია გამორიცხავს მის მიერ იარაღის გამოყენების ვერსიას. ასევე, აცხადებს, რომ არ ახსოვს ინციდენტის შემდეგ მოსულმა პოლიციამ ჩაატარა, თუ არა რესტორნის და მიმდებარე ტერიტორიის ჩხრეკა.

დანელიას ჩვენება ეწინააღმდეგება დაზარალებული კამბაროვის ჩვენებას. ნაზიმ კამბაროვი აცხადებდა, რომ მას ,,შავ იარაღით" დაემუქრა დანელია. ასევე, დაზარალებული საუბრობდა, რომ მას პირველმა სიტყვიერი შეურაცხოფა დანელიამ მიაყენა.


სასამრთლოს მიმდინარეობისას მცირე შელაპარაკება მოხდა დაცვის მხარის ადვოკატებს შორის. დანელიას ადვოკატები უარყოფითად შეხვდნენ, არევაძის დაცვის მხარის წარმომადგენლის, ნონა ფილაურის კითხვებს. მათი თქმით, დანელიას თითქოსად შსს-ს თანამშრრომლად წარმოჩენა, მიზნად ისახავს მის დისკრედიტაციას და საზოგადოებაში ეჭვის გაჩენას. თავისი მხრივ, დანელიას ადვოკატები თითქმის ყველა სასამართლო სხდომაზე ახდენენ მედიის წარმომადგენლების დისკრედიტაციას - აცხადებენ, რა რომ პრესა ცდილობს დანელია შსს-ს აგენტად გამოიყვანოს. თუმცა აქვე ისიც უნდა ითვას, რომ დანელიას შსს-თან კავშირებზე მედიასთან არევაძის ახლობლებმა ისაუბრეს, ასევე სასამართლოზე მოწმის სახით დაკითხულმა სამართალდამცავმა განაცხდა, რომ ის დანელიას ,,ქალაქიდან პოლიციელად" იცნობდა.

დანელიას ადვოკატების თქმით, მათი დაცვის ქვეშ მყოფი ამ ეტაპზე მართლაც იმყოფება პატიმრობაში ისეთ დაწესებულებაში, სადაც ყოფილი პოლიციელები იხდიან სასჯელს, თუმცა ეს არ ნიშნავს იმას, რომ ეჭვმიტანილი წარსულში შსს-თან რაიმე კავშირში იყო.

სხომის დასრულების შემდეგ მედიასთან კომენტარი არევაძის ადვოკატმა, ნონა ფილაურმა გააკეთა. მისი თქმით, სხდომაზე უსაფუძვლოდ არ დააკმაყოფილადა შუამდგომლობა. ფილაური არევაძის მძიმე ქრონიკული ავადმყოფობის გამო, აღმკვეთი ღონისძიების გირაოთი შეცვლას ითხოვდა.

,, ჩვენი შუამდგომლობის დაკმაყოფილება შესაძლებელი იყო, რადგან ახლა უკვე დაკითხულია ყველა მოწმე, არავითარი საფრთხე არ არსებობს იმისი, რომ არევაძემ დაზარალებულებზე ზეწოლა მოახდინოს, ან გაანადგუროს სამხილები.

ასევე შემიძლია ვთქვა, ჩემი აზრით დანელიას მიცემული ჩვენება, არის მასზე განხორციელებული ფსიქოლოგიური ზეწოლის შედეგი.

თუ ძიების საწის ეტაპზე ის ჩვენებაში საუბრობდა, მხოლოდ მასსა და კამბაროვს შორის მომხადარ ჩხუბზე, ახლა მან განაცხადა, რომ მასთნ ერთად არევაძეც ჩხუბობდა. ვფიქრობ, რომ სასამართლო დღემდე განიცდის პროკურტურის ზეწოლას. ასეთი ჩვენების სანაცვლოდ ვფიქრობ, რომ დანელიას საპროცესოს გაუფორმებენ", - საუბრობს, არევაძის ადვოკატი, ნონა ფილაური.

აქვე შეგახსენებთ, რომ წინა სასამართლო პროცესზე არევაძემ განაცხადა, რომ მას ხუთი თვეა ციხეში ფიზიკურად უსწორდებიან. ეჭვმიტანილის განცხადებას არც პროკურორის და არც მოსამართლის დაინტერესება არ მოჰყოლია.

არევაძის თანაგუნდელები და ახლობლები მიიჩნევენ, რომ ეს დაკავება მის პოლიტიკურ საქმიანობას უკავშირდება. კონკრეტულად კი ისინი არევაძის დაკავებას, 27 აპრილს მედია-კავშირ ,,ობიექტივის" ეთერში ვანო მერაბიშვილის წინააღმდე გაკეთებულ განცხადებებს უკავშირებენ. არევაძე ,,ობიექტივის" ეთერით მერაბიშვილის რუსთავში გამართულ ფარულ შეხვედრებზე საუბრობდა.

ეჭვს აჩენს ის გარემოებაც, რომ რუსთავის პოლიცია რესტორან ,,ქალაქურში" 8 მარტს მომხდარი ინციდენტით აქტიურ დაინტერესებას მხოლოდ, ორი თვის შემდეგ იჩენს. არევაძეს მაისში აკავებენ. მაშინ, როდესაც ინციდენტიდან ორი თვეა გასული და მას ,,ობიექტივისთვის " მართლაც აქვს ინტერვიუ მიცმული.

კითხვებს ბადებს ის გარემოებაც, რომ ინციდენტის დღეს რამდენიმე საათში რესტორან ,,ქალაქურში" როგორც რუსთავის სამმართველოს ასევე, პირველი განყოფილების დეტექტივ-გამომძიებლები იმყოფებოდნენ. ისინი ესაუბრნენ, როგორც დაზარალებულს, ასევე მოწმეებს. თუმცა მიუხედავად მიღებული ინფორმაციისა - არევაძის და დანელიას დაკავების გადაწვეტილება, მხოლოდ, ორი თვის შემდეგ მიიღეს.

შემდეგი სასამართლო პროცესი, სადაც უკვე არევაძე დაიკითხება 22 ოქტომბერს 2 საათზე გაიმართება.



kkpress.ge მასალის გამოყენება შეგიძლიათ, მხოლოდ, საიტის მითითებით

Comments