მარნეულის რაიონი სოფელი დაშთაფა - რეპორტაჟი (+ ფოტომასალა)

kkpress.ge

სოფელ დაშთაფას მარნეულიდან 16 კილომენტრი აშორებს. სოფლის ცენტრში მეჩეთი და მცირე ჩაიხანაა. ადგილობრივები თავს დომინოს და ნარდის თამაშით ირთობენ. ამბობენ, რომ დაშთაფაში ცხოვრება მშვიდია, თუმცა სოფელს ორი დიდი პრობლემა აქვს.

,, ჩვენი პრობლემები სასმელ და სარწყავ წყალს უკავშირდება. საერთო ჯამში მთელი კვრის განმავლობაში სასმელი წყალი 4 საათი გვაქვს. სამწუხაროდ, ეს წყალიც დაბინძურებულია და ნახევარი-საათი მაინც უნდა იდიონოს, რომ გასუფთავდეს. მეორე პრობლემა სარწავ წყალს ეხება. ვიცით, რომ თანხები იყო გამოყოფილი ამ პრობლემის მოსაგვარებლად, თუმცა სოფელში სარწყავი არხი მთელ სიგრძეზე არ გაიწმინდა. მხოლოდ, ის მონაკვეთი გაწმინდეს, სადაც რამდენიმე ადამიანს დიდი ფართობის მინდვრები ჰქონდა. სულ 3 000 ლარად დაიქირავეს არხის გასაწმენდად ტრაქტორი, დანარჩენი ფული სად წაიღეს არავინ იცის", - ამბობენ ადგილობრივები.

პრობლემაზე საუბრისას, საკუთარი ვინაობის დასახელება არავის სურს, გვიხსნიან რომ ამით ახალ პრობლემებს ირიდებენ...

სოფლის ქვედა ზონაში მცხოვრებლებს წყლის საქაჩები აქვთ ეზოში და უწყლობა სხვებზე ნაკლებად აწუხებთ. შიდა გზებზე კი ახლად გაკეთებული ონკანები და თეთრი წყლის მილები მოჩანს. ახალი ონკანებიდან წყალი კვირაში ორჯერ მოდის.

დაშთაფას ,,სოფლის მხრადჭერის პროგრამით" 2012 წელს, წყლის მილების რებილიტაციისთვის 10 000 ლარი გაუყვეს. ასევე, აღნიშნული პროგრანით სოფლის სარწყავი არხის გასუფთავებისთვის გამოიყო 22 105 ლარი. პროექტის განრიგის თანახმად, სამუშაობი ამაწლის 1 მარტს დაიწყო და ივნისში დასრულდა. მიუხედავდა იმისა, რომ თანხა უკვე დახარჯულია სოფელში სასმელი წყალი და სარწყავი არხი ადგილობრივების თქმით, დაშთაფას ყველაზე დიდი პრობლემაა.

ამ პრობლემების გარდა სოფელში გზის და ბუნებრივი აირის საკითხიც აწუხებთ. დაშთაფაში გზა არ არის დაგებული. ასევე, სოფლის ნაწილს არ აქვს შეყვანილი ბუნებრივი აირი.

,, ცენტრალური მილი სოფლამდე მოყვანილია, თუმცა შიდა ქუჩებამდე მის მოყვანას და შემდეგ ოჯახებში შეყვანას ჩვენ ვერ ვახერხებთ. ამ სამუშაოებისთვის 400-500 ლარს ითხოვენ. მთავრობას ვთხოვთ დაგვეხმარონ. წინ ზამთარი გველის. ნელ-ნელა შეშას კი ვაგროვებთ, მაგრამ ეს ერთ თვეს თუ გვეყოფა", - საუბრობს ალი მამედოვი.

მიუხედავად ყოველდღიური პრობლემებისა დაშთაფაში მხიარული დღეებიც აქვთ. ასეთი დღეები სოფელში გამართულ ქორწილებს და ტრადიციულ დღესასწაულებს უკავშირდება.

ჩვენი დაშთაფაში ყოფნა მამედოვების ოჯახში ქორწილს დაემთხვა. ოჯახის უფროსმა ქალიშვილი ლალას ქორწილშიუ მიგვიპატიჟა.

ქორწილისთვს სამზადისი დილიდან დაიწყო. ე, წ პალატკა სახლის გარეთ ტრიალ მინდორზე გაიშალა. სამზადისში მთელი სამეზობლო ჩაერთო. სუფრის გაწყობის ვალდებულება სოფლის ბიჭებს დაეკისრათ. გასაწობად კერძებს კი მათ სახლში მოფუსფუსე ქალები უმზადებდნენ. მომზადდა ტრადიციული აზერბაიჯანული ტკბილი ფლავიც. მამედოვების სახლის უკან კი ცხელი კერძებს და ქაბაბს აკეთებდნენ. ნელ-ნელა ჭრელი ფარდაგებით შეკრულ პალატკაში სუფრაც გაიშალა.

პატარძალი ლალა წითელი კაბით და ახალი ვარცხნილობით, სალონიდან მოიყვანეს. მას ფეხდაფეხ მოყვა სიძეც. სტუმრები ოჯახში ტკბილეულით ხელში შემოვიდნენ. მანამადე კი მათ სახლის ჭიშკართან ტრადიციულ აზერბაიჯანულ მუსიკაზე ახალ ნათესავებთან ერთად იცეკვეს. სუფრაზე ახალდაქორწინებულები საპატიო ადგილას დასვეს. სუფრის წევრები მალე საერთო მხიარულებაში ჩაერთვნენ და ყველა თაობის წარმომადგენელი ერთად აცეკვდა.

დაშთაფაში ამბობენ, რომ ქორწილი ოჯახის სიმდიდრის და კარგი შემოსავლის ნიშანი არ არის. მათი თქმით, ტრადიციის თანახმად უკიდურესად გაჭირვეული ოჯახიც კი აკეთებს ქორწილს. ეს არის ის წესი, რომლის დარღვევაც არ შეიძლება.

,, ჩვენ სოფელში წლების წინ მუშაობდა მატყლის დამამუშავებელი საწარმო. ახლა, ის რა თქმა უნდა აღარ არსებობს. ჩვენ დასაქმების საშუალება არ გვაქვს, ამიტომ ვითხოვთ გაგვიკეთოს მთავრობამ ის რაც მას შეუძლია. დანარჩენს ჩვენ გავაკეთებთ და მივხედავთ ჩვენს ოჯახებს. ვითხოვთ სასმელი და სარწყავი წყლის პრობლემის მოგვარებას. ასევე, სოფელში გზის დაგებას. ამ გზის გამო ორსულები და ავადმყოფი მოხუცები საავადმყოფოში ვერ მიგვიყვანია", - უკვე, ახალ მთავრობასთან გვაბარებენ თავიანთ სათქმელს.



ფოტო მასალა შეგიძლიათ იხილოთ შემდეგ ლინკზე:  http://kkpress.ge/index.php?do=fullmod/news&id=464&mid=1



მასალა მომზადებულია IREX -ის (საერთაშორისო კვლევისა და გაცვლების საბჭო) ფინანსური მხარდაჭერით, პროექტის ,, საინფორმაციო პორტალი kkpress.ge ქვემო ქართლის რეგიონის ქართულ მედიაში აქტიური გაშუქებისთვის".

kkpress.ge მასალის გამოყენება შეგიძლიათ, მხოლოდ, საიტის მითითებით

Comments