ახალი პოლიტიკური რეალობა და ახმაურებული რუსთავის საკრებულო

kkpress.ge

ადგილობრივი მედიის ხანგრძლივი კრიტიკის შემდეგ, რუსთავის საკრებულომ სხდომის თარიღი თავის ოფიციალურ საიტზე გამოაქვეყნა. დღეს გამართულ საკრებულოზე კი მედიას რუსთავის თვითმმართველობისთვის უჩვეულო სურათი დახვდა. რუსთავის საკრებულოს სხდომაზე, სადაც პრაქტიკულად არასდროს მომხადარა აქტიურად განსხვავებული აზრის გამოხატვა და კამათი, დღეს ხმაური იყო.

საკრებულოს წევრმა, ნუკრი შათირიშვილმა სხდომის დაწებისთანავე განაცხადა, რომ განსახილველ საკითხებს მხარს არ დაუჭერს.

,, საკრებულოზე განსახილველი საკითხები, სხდომამდე 5 წუთით ადრე გადმომცეს. განა შეიძება 5 წუთში ადამიანი ამდენ საკითხში გაერკვას?! ასე აკეთებენ უკვე, 2 წელია", - აცხადებდა, საკრებულოს წევრი, ნუკრი შათირიშვილი.

შათირიშვილი ისევე, როგორც საკრებულოს სხვა წევრები, ამ დრომდე აქტიურობით არ გამოირჩეოდა. მასთან ოპონირებისას საკრებულოს თავჯდომარე, კახა გურგენიძემ სწორედ, ეს ფაქტორი გამოიყენა. გურგენიძის თქმით, ახალი პოლიტიკური რეალობის გამო, გასაგებია რასაც შათირიშვილი ცდილობს.. მან ასევე საკრებულს წევრს ნოღაიდელის პარტიის წევრობა გაუხსენა.


კამათი საკრებულოში 1 საათს გაგრძელდა. შათირიშვილმა მის დასმულ ორ საკითხზე მცდელობის მიუხედავად პასუხი ვერ მიიღო.

,, რაც შეეხება შათირიშვილის პრეტენზიას, სხდომაზე განსახილველ საკითხებთან დაკავშირებით - სიმართლე გითხრათ ზუსტად არ მახსოვს, რამდენიმე დღით ადრე უნდა გადაეცეს ეს საკითხები საკრებულოს წევრებს", - აცხადებდა, კახა გურგენიძე. აღნიშნული თემის გარდა, შათირიშვილი საკრებულოს აპარატს მისი თქმით, არშემდგარი საკრებულოს სხდომის გამოც ედავება.

,, მე გავარკვიე, რომ სექტემბერ-ოქტომბერში არ შემდგარ საკრებულოს სხდომებზე ჩამწერეს, თითქმოს მე არ გამოვცხადდი. ვაპირებ მივმართო პროკუროტურას და ეს საკითხი სამართლებრივად გავარკვიო", - საუბრობდა შათირიშვილი.

მიუხედავად, იმისა რომ შათირიშვილი საკრებულოს წევრ, უტა ლიპარტიასთან ერთად არის ფრაქცია ,,რუსთაველში" - ამ უკანასკნელმა საკუთარი ფრაქციის წევრს მხადაჭერა არ გამოუცხადა. მან გურგენიძე-შათირიშვილის დაპირისპირების დროს სხდომა დროებით დატოვა.

სხდომაზე კამათის მიმდინარეობისას განსხვავებული აზრის მოსმენას გადაჩვეული საკრებულოს წევრები არ მალავდნენ აგრესიას და უკმაყოფილებას შათირიშვილის მიმართ. თავისი მხრივ, კი საკრებულოს თავჯდომარე იმეორებდა, რომ მას შათირიშვილი მუქარის ტონით ესაუბრება და მუშაობაში ხელს უშლის.

სხდომის დასრულების შემდეგ კი გურგენიძემ მედიას განუცხდა, რომ შათირიშვილს სურს იყოს შუამავალი თვითმმართველობასა და ახალ ხელისუფლებას შორის.

,, ჩვენ არ გვჭირდება შუამავლები ახალ ხელისუფლებასთან. სავსებით ნორმალურად შეგვიძლია მათთან თანამშრომლობა", - საუბრობდა, კახა გურგენიძე.


kkpress.ge მასალის გამოყენება შეგიძლიათ, მხოლოდ, საიტის მითითებით

Comments