რაიონებში მოსახლეობა ადგილობრივი ხელისუფლების შეცვლას ცდილობს


მანონ ბოკუჩავა
სპეციალურად ,,რეზონანსისათვის“ ქვემო
ქართლიდან


საპარლამენო არჩევნების შემდეგ, უკვე მმართველი გუნდის მხრადამჭერმა მოსახლეობამ ადგილობრივი ხელისუფლების შეცვლაც  მოისურვა. მსგავი მოთხოვნით აქციები წალკასა და თეთრიწყაროში გაიმართა. რაიონის მაღალჩინოსანთა  განთავისუფლებას ითხოვს   მარნეულის რაიონის მოსახლეობის ნაწილიც. თავის მხრივ, კი მარნეულის საკრებულოს წევრები აცხადებენ, რომ მათზე ზეწოლას კოალიცია ,,ქრთული ოცნება“ ახორციელებს.

აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით ,,რეზონანსი“ პარლამენტის წევრ, მახირ დარზიევს ესაუბრა. დარზიევი საპარლამენტო არჩევნებზე კოალიცის მარნეულის მაჟორიტარობის კანდიდატი იყო. დარზიევი აცხადებს, რომ მარნეულის საკრებულოს წევრები კოალიციას ცილს სწამებენ. ,, ადამიანი, რომელიც მათი თქმით ზეწოლას ახდენდა საკრებულოს წევრებზე, ფოლად ისმაილოვია. ეს არის კაცი, რომელიც მთელი წინასაარჩევნო პერიოდი  ჩვენ, როგორც კუდის თანამშრომელი დაგვსდევდა და გვითვალთვალებდა. ისმაილოვი,  რა თქმა უნდა, არ არის ჩვენი  წევრი. მე ვურჩევდი საკრებულოს წევრებს, თუ ვინმეს მხრიდან მართლაც ხორციელდება მათზე  ზეწოლასმიმართონ შესაბაკის ორგანოებს.
რაც შეეხება წალკასა და თეთრიწყაროში გამართულ მოსახლეობის აქციებს - ეს არ არის  მმართველი  გუნდის დავალება - ეს ადგილობრივი მოსახლეობის განწყობაა. ადამიანები, რომლებიც 8-9 წლის განმავლობაში ხელმძღვანელოდნენ რაიონს იღებენ, როგორც სამართლებრივ,  ასევე მორალურ  პასუხსმგებლობას იმის გამო რაც რაიონში ხდებოდა. ხდებოდა კი ის, რომ მოსახლეობას აშინებდნენ და ავიწროებდნენ. ახლა ეს ხალხი ითხოვს, რომ ასეთი პასუხისმგელობის მქონე მაღალი თანამდებობის ჩინოვნიკები გადადგნენ“, - საუბრობს დარზიევი.

მისი თქმით, არ შეიძლება ერთნაირი მიდგომა არსებობდეს გამგეობის რიგით თანამშრომელსა და მაღალჩინოსანს შორის.  ამბობს, რომ რაიონების გამგეობებშიც არსებობენ კვალიფიციური კადრები, რომლთა ერთი ხელის მოსმით გაგდება არ არის სამართლიანი მოთხოვნა.  

დარზიევი არჩევნების შემდეგ მარნეულის გამგებელ, ზაზა დეკანოიძესთან დაკავშირებულ ინციდებტსაც იხსენებს. ,,მოგეხსენათ რამდენიმე კვირის წინ მთელ ქვეყანას მოსდო  გამგებელმა თითქოსადა ,,ოცნების“ ხალხმა  სცემეს.  რეალურად კი  არაფერი ამდაგვარი  არ მომხდარა და არც არავინ  შეჭრილა გამგეობაში“, -  დაძენს დარზიევი.

აღნიშნულ ინციდებთთან დაკავშირებით საუბარი არ სურს მარნეულის გამგებელ, ზაზა დეკაოიძეს. ,,ეს ინციდენტი უკვე, ამწურულია და სალაპარაკოც არაფერია“, - ამბობს, დეკანოიძე.

რეგიონის მოსახლეობას კი სიმშვიდისკენ მოუწოდებს პარლამენტის წევრი, მახირ დარზიევი.

,,  ცხადია, ყველას აქვს უფლება აქციის გამართოს და ხელსაც არავინ შეუძლის, თუმცა ჩვენ უნდა გავითვალისწონოთ, რომ ახლა ქვეყანაში დადგა ის დრო როცა სამართლიანობის აღდგენა  კანონის მეშვეობით შეიძლება.  მადლობა ღმერთს  გვექნება დემოკრატია და შეგვიძლია  ვაკონტროლოთ თითოეული  საბიუჯეტო დანახარჯის  მართლზომიერება. ასეთ პირობებში შევძებთ ყველა ჩინოვნიკის მუშაობის კონტროლს. ისინი წინა წლებისგან განსხვავებით არხეინად და უპასუხისმგებლოდ ვეღარ  იმუშავებენ“, -საუბრობს მახირ დარზიევი.  


Comments