რუსთავში მუნიციპალური ავტობუსების გაფიცვა შეწყდა

kkpress.ge

ორ დღიანი გაფიცვის შემდეგ, რუსთავის მუციპალური ავტობუსების მძღოლები სამუშაოს უბრუნდებიან. მათი პროტესტი 25 ნოემბერს დაიწყო. 54 ყვითელი ავტობუსის მძღოლი გაიფიცა და ხელმძღვანელობას 11 პუნქტიანი მოთხოვნა წაუყენა. გაფიქცვის პირველ დღესვე, რუსთავის მერის მოადგილე, დავით ჯაფარიძემ განაცხადა, რომ მძღოლების ერთი მოთხოვნა, დაზღვევასთან დაკავშირებით, იანვრიდან ისედაც მოგვარდებოდა. გაფიცვის პირველ დღეს, შეთანხმება ვერ მოხერხდა ხელფასების ზრდასთან და „რუსთავის მუნიციპალური ავტოსატრანსორტო საწარმო"-ს უფროსის, მამუკა მუმლაძის განთავისუფლების საკითხთან დაკავშირებით.

,, ჩვენი ე.წ ,,გარაჟი" მივარდნილ ადგილსაა. უკვე, ერთი თანამშრომელი დაკბინა ძაღლმა. მთელი წელია ვითხოვთ ერთი გარე განათების ბოძი დაგვიდგან. ასევე, გზის მონაკვეთზე, რომელსაც გამთენიისას დილის 5 საათზე გავდივართ, ასფალტი პრაქტიკულად არ არის. როდესაც საყვედურებით მძღოლი შევიდა მუმლაძესთან კაბინეტში - არც მოუსმინა ისე გამოაგდო. სწორედ, ამგვარი დამოკიდებულების გამო სხვა საკითხებთან ერთად ხელმძღვანელის შეცვლასაც ვითოთ. ამ ეტაპზე ჩვენი ძირითადი მოთხოვნები არ დაკმაყოფილდა, ამიტომ ავტობუსები რუსთაველებს ხვალაც არ მოემსახებათ," - ავცხადებენ გაფიცული მუნიციპალური ავტობუსების მძღოლები.

დღეს, რუსთავის მერსა და გაფიცულ მძღოლებს შორის შეხვედრა შედგა. მერიიდან გამოსულმა გაფიცულმა თანამშრომლებმა განაცხადეს, რომ ხვალიდან სამუშაო ადგილებს უბრუნდებიან.

,, დაგვიპრდნენ, რომ დეკემბრიდან ხელფასი გაგვეზრდება. ასევე, საწარმოს ხემძღვანელის შეცვლასათან დაკავშირებით შევიტანთ კოლექტიურ წერილს, სადაც ჩამოვაყალიბებთ იმ საკითხებს რის გამოც ვითხოვთ მის გადაყენებას. გვითხრეს, რომ საკრებულოში შეიქმნება კომისია, რომელიც შეიწავლის ამ საკითხს. ჩვენ დარწმუნებული ვართ, რომ კომისიის კარგი მუშაობის შედეგად მამუკა მუმლაძე დატოვებს თანამდებობას", - საუბრობს, მუნიციპალური ტრასპორტის მძღოლი, ტარიელ ჭელიძე.

მუმლაძის მოსალოდნენ განთავისუფლებასთან დაკავშირებით კომენტარს, რუსთავის მერი, ლაშა მინდელიც აკეთებს. მისი თქმით, კონკრეტული ფაქტების გარეშე მუმლაძეს არ გაანთავისუფლებს.



kkpress.ge მასალის გამოყენება შეგიძლიათ, მხოლოდ, საიტის მითითებით

Comments