,, საზოგადოებრივი დარბაზის ’’ და ადგილობრივი თვითმმართველობის შეხვედრა ჩაიშალა


kkpress.ge

რუსთავის ,,დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში" თვითმმართველობასა და ,, საზოგადოებრივ დარბაზს"  შორის დაგეგმილი შეხვედრა არ შედგა. დარბაზის ხელმძღვანელის, გოგიტა მელიქიძის თქმით, შეხვედრამდე 2 საათით ადრე,  მას რუსთავის  საკრებულოს თავჯდომარე კახა გურგენიძე დაუკავშირდა და უთხრა,   რომ ღონისიებას  ვერ დაესწრება.

,, ჩვენ ერთი კვირის წინ შევთანხმდით ამ შეხვედრაზე.  ეს იყო მისი მხრიდან. აბსოლუტურად დესტრუქციული საქციელი.  გურგენიძემ სატელეფონო საუბარში მითხრა, რომ მარტვილში უწევს წასვლა, რადგან იქაურ საკრებულოს გარკვეული პრობლემები აქვს. შევთავაზე ასეთ შემთხვევაში მისი მოადგილე გამოეშვა, რაზეც უცნაური პასუხი მივიღე. გურგენიძემ განმარტა, რომ მსგავს შეხვედრაზე,  რამდენიმე დღის წინ კახა ბარათაშვილი იმყოფებოდა და ძალიან ბევრი კრიტიკული კითხვა დაუსვეს.  ახალა კი ამის გამო აღარ სურს ასეთი ტიპის შეხვედრაზე მოსვლა", - გვპასუხობდა მელიქიძე.



,,რუსთავის საზოგადოებრივ დარბაზში"  აცხადებენ, რომ კვლავ, შეეცდებიან მსგავსი ფორმატის შეხვედრის ორგანიზებას და იმედი აქვთ, შემდეგ ჯერზე მაინც შეხვდებიან რუსთავის საკრებულოს წარმომადგენლებს.

Comments