სუბარს კიდევ ერთ საკადრო გადაწყვეტილებას უწუნებენ


მანონ ბოკუჩავა
სპეციალურად ,,რეზონანსისათვის“ ქვემო
ქართლიდან
 
,, გენერალური ინსპექციის ახალ უფროსს  არევაძის საქმის გამო, სულ ცოტა, უხერხულობის მომენტი, მაინც უნდა ჰქონდეს...“ - ადვოკატი, ნონა ფილაური

რუსთავის პროკურორი მირზა სუბელიანი, რამდენიმე დღის წინ სასჯელაღსრულების სისტემაში გადაიყვანეს  და გენერალური ინსპექციის ხელმძღვანელად დანიშნეს.  სუბელიანის გენ.ინსპექციაში გადასვლამ ქვემო ქართლში საზოგადოების ნაწილის უკმაყოფილება გამოიწვია.

სუბელიანის გვარი რეგიონში ,,სახალხო კრების“ ქვემო ქართლის ორგანიზაციის ხელმძღვანელის, თორნიკე არევაძის საქმეს უკავშირდება. დაახლოებით 15 დღის წინ, რუსთავის საქალაქო სასამართლომ,  არევაძეს 4 წლით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდეს. საქმეზე ბრალდების მხარეს, პროკურორი მირზა სუბელიანი წარმოადგენდა. დღეს, თორნიკე არევაძის გვარი პოლიტპატიმართა სიაშია.  მას აღნიშნული სტატუსი, ადვოკატი ნონა ფილაურის თქმით. თბილისის ჰელსინკის ჯგუფმა მიანიჭა. 
 
თორნიკე არევაძის ოჯახს მედიასთან საუბარი არ სურს. დედა, ლოლა ჭიპაშვილი ამბობს, რომ  ახლა არევაძე ციხეშია, სადაც ის კვლავ მირზა სუბელიანის ხელშია.. პატიმრის უსაფრთხოებასთან დაკავშირებით,  შიშებს არ იზარებს არევაძის ადვოკატი ნონა ფილაური.  აცხადებს, რომ  მას არევაძის დაცვა შეუძლია და  ციხეში პატიმარზე ზეწოლა ახლა უკვე, ნაკლებადაა  მოსალოდნელი.  ფილაური ,,რეზონანსთან“ არევაძის საქმეში მტკიცებულებების არ არსებობაზე საუბრობს.

 შეგახსენებთ, რომ თორნიკე არევაძე და მოქალაქე ვახტანგ დანელია არიან ბრალდებულნი რუსთავის რესტორან ,,ქალაქურში“,  გარდაბნელი ნაზიმ კამბაროვის ფიზიკურ შეურაცხოფაში.  მათი სასამართლო პროცესი  5 თვე გრძელდებოდა. ამ დროის მანძილზე სუბელიანმა არ დააკმაყოფილა ადვოკატის შუამდგომლობა აღმკვეთი ღონისძიების გირაოთი შეცვლის თაობაზე. ფილაური შუამდგომლობისას არევაძის ჯამრთელობის მდგომარებზე  აპელირებდა. მისი განცხადებით, თორნიკე არევაძეს ღვიძლის დაშლის ნიშნები ჰქონდა და ამის დამადასტურებელი სამედიცინო დოკუმენტაციაც არსებობს. ასევე ფილაური დასძენდა, რომ არევაძი  არის ორი არასწრულწლოვანი  შვილის ერთადერთი მარჩენალი.

არევაძის თანაგუნდელები და ახლობლები მიიჩნევენ, რომ ეს დაკავება   მის პოლიტიკურ საქმიანობას უკავშირდება. კონკრეტულად კი ისინი არევაძის დაკავებას, 27 აპრილს მედია-კავშირ ,,ობიექტივის" ეთერში ვანო მერაბიშვილის წინააღმდე გაკეთებულ განცხადებებს უკავშირებენ. არევაძე ,,ობიექტივის" ეთერით მერაბიშვილის რუსთავში გამართულ ფარულ შეხვედრებზე საუბრობდა.

ეჭვს აჩენს ის გარემოებაც, რომ რუსთავის პოლიცია რესტორან ,,ქალაქურში" 8 მარტს მომხდარი ინციდენტით აქტიურ დაინტერესებას მხოლოდ, ორი თვის შემდეგ იჩენს. არევაძეს მაისში აკავებენ. მაშინ, როდესაც ინციდენტიდან ორი თვეა გასული და მას ,,ობიექტივისთვის " მერაბიშვილის წინააღმდეგ მართლაც აქვს განცახდებები გაკეთებული.

,, ის, რომ არ არსებობს არევაძის საქმეში ბრალეულობის დამამტკიცებელი ფაქტები, ამას ბრალდების მხარის დაკითხული მოწმეების ჩვენებებიც გვიჩვენებს. სასამრთლოზე დაკითხული ზოგი მოწმე აცხადებდა, რომ  აღნიშნულ დღეს იყო რესტორანში, თუმცა არ უნახავს ჩუბობდა,  თუ არა დანელიასთან ერათად არევაძეც. თავად დაზარალებული კამბაროვი კი ყვებოდა, რომ მას არევაძემ შუბლში ჩაარტა მუხლი. ეს მაშინ, როდესაც კამბარივი 1.80 მ სიმაღლისაა. ის თან დასძენდა, რომ  ამ დროს ფეხზე იდგა. თქვენ, წარმოგიდგენიათ, რა ილეთი უნდა შეესრულებინა არევაძეს, რომ ამ სიმაღლის  კაცისთვის მუხლი თავში ჩაერტყა? მეორე დაკითხული, რომელიც გახდათ  კამბაროვის ახლობელი აცხადებდა, რომ  არევაძემ დაზარალებულს მუხლი მას შემდეგ ჩაარტყა,  რაც ის დანელიამ მიწაზე დააგდო.

 აქვე, გეტყვით, რომ თორნიკეს წინაღმდეგ პოლიტიკური დაკვეთის შესასრულებლად დაზარალებულის  და მის თანმხლების  გამოყენება  ძალიან ადვილი საქმე იყო ... ისინი ორივენი პრობაციონერები არიან და პირობით აქვთ“, - საუბრობს, არევაძის ადვოკატი,  ნონა ფილაური.

ფილაური დაკავების შემდეგ მასს და არევაძეს შორის შემდგარ საუბარსაც  იხსენებს.

,, თორნიკე ამბობსა, რომ მას  სუბელიანმა პირადი საუბრისას შემდეგი სიტყვები  უთხრა  ,,- მე ამ საქმეში არაფერს ვწყვეტ. ერთი პატარა კაცი ვარ“-ო.   მე  ვფიქრობ, რომ  ამ საქმეში პროკურორზე მეტად ქვემო ქართლის უშიშროება იყო ჩართული. თუმცა, ცხადია  არ ვამბობ, რომ ამის გამო სუბელიანს თავის წილი პასუხისმგებლობა არ ეკისრება. ალბათ, ახლა უკვე გენ.ინსპექციის ხელმძღვანელ სუბელიანს,  სულ ცოტა,  უხერხულობის მომენტი მაინც უნდა ჰქონდეს არევაძის გამო... მისი მონაწილეობით, პოლიტიკური მოტივით განეიტრალებული, ციხეში გაშვებული არევაძე  უკანონო პატიმარია“, - აცხადებს, ფილაური.

მისი თქმით,  არევაძის საქმეს თბილისის  ჰელსინკის ჯფუფმა შეისწავლა და ის პოლიტპატიმრად მისი განაჩენის  გამოტანის დღესვე სცნეს. ,, ჰენსინკის ჯგუფი არ არსი ის ორგანიზაცია, რომელიც ამ სტატუსს ანიჭებს ადამიანს, რომლის მიმართაც  კითხვისნიშები არსებობს. . გარწმუნებთა მათ საქმის გარშემო თითოელი დეტალი შეისწავლეს“,  - დასძენს ადვოკატი, ნონა  ფილაური

აღნიშნულ საქმეში მეორე ბრალდებულმა,  ვახტან დანელიამ საკუთარი დანაშაულიც აღიარა და არევაძის მონაწილეობაზეც ისაუბრა. ის 22 ოქტომბერს სასამართლო დარბაზიდან გაანთავისუფლეს. პროკურორმა მირზა სუბელიანმა მას საპროცესო გაუფრომა.  

არევაძის ახლობლების თქმით, მის წინააღმდეგ  ქვემო ქართლის უშიშრობა 2009 წლიდან მუშაობდა. საუბრობენ, რომ 2009 წელს დედაქალაქში აქციის დარბევის შემდეგ ადგილობრივმა უშიშროებამ სამთვიანი ძებნს შემდეგ  პირველად დაიჭირა არევაძე და თითქმის 2კგ ნარკოტიკული ნივთიერება ჩაუდო. თუმცა საბოლოოდ
ნარკოტიკის დიდი რაოდენობისთვის ყურადღება არავის მიუქცევია და ის 4 თვეში პირობითი მსჯავრით გაუშვეს.  

დღეს რეგიონში კითხვები, როგორც სუბელიანის,  ასევე სოზარ სუბარის მიმართაც გაჩნდა. რა ნიშნით შეარჩია  ,,ციხეების“ ახალმა მინისტრმა  საკუთარი უწყენის გენ.ინსპექციის უფროსად მირზა სუბელიანი? გამოითვა მოსაზრება მათ შორის შესაძლო ნათესაურ კავშირზეც.

გენერალური  ინსპექციის ახალ უფროსთან დაკავშირებით გაჩენილ კითხვებს  სოზარ სუბარი პასუხობს. მინისტრის თქმით, მასსა და სუბელიანს შორის არა თუ  ახლო ნათესაური კავშირი, შესაძლებელია შორეულიც არ იყოს.

 ,, მირზა სუბელიანზე  ჩემი არჩევანი შეჩერდა,  რადგან მას პირველ რიგში დადებითად  საკუთარი კოლეგები ახასიათებენ. ასევე ვთვლი, რომ ის კარგი პროფესიუნალია და აქვს ამ თანამდებობისთვის საჭირონ პიროვნული თვისებები.

გენ. ინსპექცია არის ის სამსახური,  სადაც საჭიროა მსგავსი გამოცდილების ადამიანი.   რაც შეეხება მის მიმართ გაჩენილ კითხვებს ვფიქრობ, რომ არ არსებობს პროკურორი, მოსამართლე, ან პოლიციელი, რომლის მუშაობითაც  ყველა კმაყოფილია. ზოგჯერ გამოტანილი  კანონიერი განჩენის  შემთხვევაშიც კი ადამიანი პროკურორის და მოსამართლის უკმაყოფილოა. თუმცა აქვე ვიტყვი, რომ არ მაქვს ინფორმაცია თქვენს მიერ ხსენებულ თორნიკე არავაძეზე.   შესაბამისად მე ვერ ვისაუბრებ, მასთან მიმართებით, თუ  რამდენად სამართლიანად წარიმართა ძიება.

ისე ზოგადად გეტყვით, რომ იმ სისტემაში რომელიც არსებობდა აბსულურტურად უმწიკლო ადამიანების პოვნა პოლიციასა, თუ პროკურატურაში შეუძლებელია. თუმცა ვფიქრობ, რომ თუ ადამიანს მუშაობისას არ აქვს კონკრეტული დანაშაული  ჩადენილი, არ შეიძლება მასსა და დანარჩენ საზოგადოებას შორი წყალგამყოფის  გავლება. ჩვენ მათ ვაძლევთ საშუალებას ახალ ვითარებაში იმუშაონ.

რაც შეეხება მირზას გეტყვით, რომ გარკვეულწილად სწორედ იმიტომ, რომ მას არ სურდა უკანონო გადაწყვეტილებების შესრულდება, დაწინაურების ნაცვლად მას წლების მანძილზე პროკურატურაში აქვეითებდნენ“,- საუბრობს,  სოზარ სუბარი.

თავად მირზა სუბელიანი კი ჩვენთან პირად საუბარში ამბობს, რომ 2008 წლის შემდეგ რიგით პროკურორად მუშაობდა.  სუბელიანი აცხადებს, რომ პროკურატურაში თანამდებობებს არ თანხმდებოდა, რადგან  იცოდა, რომ მათ მალევე პოლიტიკური დაკვეთები მოჰყვებოდა. ,, ასეთი დაკვეთები, რომ შემესრულებინა, გარწმუნებთ დღეს ჩემი ოჯახი ნაქირავებში არ იცხოვრებდა“, - ამბობს, სასჯელაღსრულების გენერალური ინსპექციის ახალი უფროსი.

Comments

Anonymous said…
ამ სუბელიანს ფბ არ აქვს რომ მივწერო? რაღაც მაინტერესებს, უნდა ვკითხო!
სამწუხაროდ, საკუთარი სახელით facebook-ის გვერდი არ აქვს. სასჯელაღსრულების სამინისტროს ნომერია (995 32) 2 31 27 34, გენერალური ინსპექციის ცხელი ხაზის ნომერია (995 32) 2 25 70 47; 577 222 946.

იმედია, ცოტათი მაინც დაგეხმარეთ.