მარნეულის საზოგადოებრივი ორგანიზაციების შემაჯამებელი შეხვედრა შედგა




შეხვედრას რაიონის ახალი გამგებლის  მოვალეობის შემსრულებელი, პაატა აბრამიშვილიც დაეწრო. საზოგადოებას თავიანთი საქმიანობის შესახებ მოკლე მიმოხილვა შემდეგმა ორგანიზაციებმა წარუდგინეს: ,,მარნეულის ახალგაზრდულმა ცენტრმა", ,,მარნეულის დემოკრატ ქალთა საზოგადოება"მ,  ,, საქართველოს ახალგაზრდა აზერბაიჯანელთა კავშირმა", ,, აზერბაიჯანელთა კულტურის ცენტრმა",  ,, საქართველოს აზერბაიჯანელ ქალთა კავშირმა",  ,, შაუმიანის სათემო განათლების ცენტრმა", ,,საქართველოს შეფასების ასოციაციამ" და  ,, მარნეულის ტელევიზიამ".  


ღონისძიების ერთ-ერთმა მონაწილემ  ,,კულტურის ცენტრის" წარნოადგენელმა,  ნარგიზ ალიევამ აღნიშნა, რომ ცენტრი 2007 წლიდან აქტიუარდ ეხმარება აზერბაინაჯელ სტუდენტებს. ,, წელს 300 აზერბაიჯანელი ახალგაზრდა სწავლობს ქართულ სასწავლებელში. ჩვენ მათ სტიპენდიით ვეხმარებით. შეგახსენებთ, რომ მათი  რიცხვი წინათ, სულ რაღაც,  25 იყო.


თავისი საქმიანობის პრეზენტაცია მოახდინა, ,, მარნეულის ახალგაზრდულმა ცენტრმა". აღნიშნული ორგანიზაცია მარნეულის გარდა ბოლნისისი რაიონშიც მუშაობს და ასობით ახალგაზრდას აერთიანებს. ცენტრის ერთ-ერთი ფილიანი მარნეულის ცენტრში ,,ჩაის სახლში" მდებარეობს, სადაც მოზარდებისთვის სხვადასხვა სახის წრეები მოქმედებს. ხდება, დაინტერესებული ახალგაზრდებისთვის, როგორც ქართული ენის, ასევე ინგლისურის სწავლება. ,,ჩაის სახლში" მოქმედებს ცეკვის და ჭადრაკის წრეები.   ორგანიზაცია სტუდენტების გააქტიურების მიზნით სისტემატიურად აწყობს ტრენინგებს და სემინარებს.



,, ყველაფერი კარგად იქნება, გარწმუნებთ ტელევიზია განაგრძობს თავის საქმიანობას" , - აცხადებდა, მარნეულის გამგებლის  მოვალეობის შემსრულებელი, პაატა აბრამიშვილი. აღნიშნულ თემაზე მედიასთან ვრცელი კომენტარებისგან ტელევიზიის ხელმძღვანელმა თავი შეიკავა. პირად საუბარში კი განგვიცხადა, რომ საკითხი ერთ კვირაში გადაწყდება.





Comments