მორიგი ქურდობა რუსთავში


KKPRESS.GE

დაახლოებით 15  საათიდან,  რუსთავის ,,შემოსავლების სამსახური"-ს მეზობლად საპატრულო და კრიმინალური პოლიციის უჩვეულო სიმრავლე იყო.

კაფე ,,ალგეთი"- ს გვერდით,  ვერცხლისფერი ოპერლის მარკის  ავტომობილი  პოლიციის ყვითელი ლენტით გარშემორტყმული იდგა. მედიასთან პოლიცია ტრადიციულად  კომენტარს არ აკეთებდა. მოგვიანებით კი ითქვა, რომ მანქანიდან გარკვეული  ოდენობის თანხა დაიკარგა. ,, ეს მანქანა ჩემია, მაგრამ ამ შემთხვევაში შპს დავალება სრულდებოდა - ინკასო ხორციელდებოდა ერთ-ერთ  სწრაფი გადახდის აპარატზე, რა თანხა დაიკარგა ამას სანამ კომპიუტერთან არ დავჯდები ვერ ვიტყვი", - საუბრობდა, მანქანის მეპატრონე და შპს-ს წარმომადგერნელი, თეიმურაზ კასრელიშვილი. მოგვიანებით კი ჩვენთან საუბარში  დასძენდა, რომ ინკასოს სხვა პირი ახორციელებდა და  მისი ადგილსამყოფელი არ იცის.


ასევე, დასძინეს, რომ   პოლიციასთან ურთიერთობას მიჩვეულები არიან, რადგან მათი სწრაფი გადახდის აპარატების ძარცვა ხშირად ხდება. 

სამართალდამცავებმა ავტომობილის  დაქტილოსკოპიური დათვალიერებისას 20-მდე ანაბეჭდი აიღეს.  შემთხვევის ადგილზე  კრიმინალისტების ძაღლიც  მუშაობდა, თუმცა  ქარიანი ამინდის გამო  კვალი ვერ აიღო.  


KKPRESS.GE  მასალის გამოყენება შეგიძლიათ, მხოლოდ, საიტის მითითებით    

Comments