ბოლნისის რაიონი სოფელი სამტრედო - რეპორტაჟი (+ ფოტომასალა)



ბოლნისის რაიონ სოფელ სამტრედოს, ერთ ნაწილს რაიონთან მდინარე მაშავერაზე გადებული ,,ბეწვის ხიდი" აკავშირებს. მაშავერასათან  მეზობლობის გამო სოფლის სარწყავი არხები წყლით, თითქმის მუდმივად სავსეა. ადგილობრივი მოსახლეობა მესაქონლეობას მისდევს. სამტრედოს ყველა ქუჩაზე თითო საცხობია. ადგილობრივები გვიხსნიან, რომ საცხობი საერთო სარგებლობისაა, რადგან ყველამ ერთად გააკეთეს. სოფელს ახლად აშენებული სკოლა აქვს. სამტრედოში 6 კლასამდე სწავლობენ, შემდეგ ბავშვები  სხვა სოფელში დაყავთ. ქართული აქ, მხოლოდ, სკოლის ასაკის ბავშვებს ესმით. მათ შორის კი ყველაზე კარგად მოსაუბრეები რაჭის უბნის ქართულ სკოლაში სწავლობენ.


















Comments