რუსთავის მერი არქიტექტურულ პროექტებს ხელს არ აწერს - დეტალები საკრებულოს სხდომიდან


KKPRESS.GE

დღეს, რუსთავის მეოთხე მოწვევის საკრებულოს მორიგი სხდომა შედგა. განსახილველ საკითხებს შორის  ადგილობრივ ბიუჯეტში შესატანი ცვლილებები იყო. საკრებულოზე ითქვა, რომ 2013 წლის ბიუჯეტში სხვადასხვა საჭიროებებისთვის გადაწილდება  ,,წინა წლის გადმომავალი თავისუფალი ნაშთიდან"  487 700 ლარი. აღნიშნული, თანხიდან საკრებულოს აპარატს 6 000 ლარამდე ჩაერიცა. ასევე, 217 100 ლარი გამოიყო წინაწლის ,, დავალიაენების დაფარვის ფონდისთვის" . ცვლილების თანახმად სოციალური საცხოვრისის უზრუნველყოფის პროგრამისთვის 78 700 ლარი ჩაიწერა, თანხები გადანაწილდა სოციალურ პროექტებისა და ააიპ-ებს შორის.  

გარდა ბიუჯეტთან  დაკავშირებული საკითხებისა, საკრებულოს სხდომაზე, საპარლამენტო უმრავლესობის წევრი,  თინა ხიდაშელის ინიცირებულ კანონპროექტზეც ისაუბრეს. შეგახსენებთ ხიდაშელი ითხოვს პარლამენტმა მიიღოს კანონი, რომლის თანახმადაც  სკოლამდელი აღზრდა უფასო გახდება.

,, მე, ცხადია, არ ვარ წინააღმდეგი იმისა, რომ საბავშო ბაღები უფასო იყოს, მაგრამ ხომ უნდა  ვიცოდეთ ეს რომელი  ფინანსებით მოხდება. თუ იტყვიან, რომ ეს იდეა ადგილობრივმა ბიუჯეტმა უნდა დააფინანსოს  ჩვენ სერიოზული პრობლემა შეგვექმნება. აგერ, 4 ზეინკლისთვის ვერ მოგვიმატებია ხელფასი და ჩვენი ბაღებისთვის დამატებით საჭირო 2 მილიონს საიდან მოვიტანთ? ალბათ, ეს პოლიტიკური გადაწყვეტილებ იყო, უნდათ   თბილისის მერიას თანხები სხვა მიმართულებით დაახარჯინონ..", - აცხადებდა, რუსთავის მერი, ლაშა მინდელი. თუმცა  საუბრის ბოლოს დასძენდა, რომ მას არ აქვს დაზუსტებული ინფორმაცია აღნიშნულ კანონპროექტთან დაკავშირებით.


საბავშო ბაღების თემა კითხვებს უჩენს საკრებულოს  ქრისტიან-დემოკრატ წევრ, ალექსანდე ახვლედიანსაც. მისი თქმით, ინიციატივა მისასალმებელი და ჰუმანურია, თუმცა ადგილობრივი ბიუჯეტები მის დაფინანსებას ვერ შეძლებენ.  

,, რუსთავში სულ 21 საბავშო ბაღი გვაქვს.  გარწუმენთ, რომ  ამ დაწესებულებაში 1/3-ით  მეტი ბავშვია მიღებული ვიდრე ეს არსებული ინფრასტრუქტურის პირობებში იყო შესაძლებელი. აღნიშნული ინიციატივის განხორციელების შემდეგ,  რუსთავში სულ ცოტა 4 ახალი სკოლამდელი აღზრდის დაწესებულება გახდება ასაშენებელი.
სამწუხაროდ, ბევრია ისეთი ოჯახი, რომელსაც შვილი სწორედ, უფულობის გამო არ მიყავს საბავშო ბაღში. ბავშვების რაოდენობა სკოლამდელ დაწესებულებებში, ახლა თუ  5 000-მდეა, ამ კანონის მიღების შემდეგ ეს ციფრი ბუნებრივია გაიზრდება. ასეთ ინიციატივებს, რომლებსაც კიდევ ერთხელ ვამბობ, რომ მივესალმები დაფინანსება ცენტრალური ბიუჯეტიდან სჭირდება", - საუბრობდა, ახვლედიანი.

საკრებულოს სხდომაზე რუსთავის მერმა, ლაშა მინდელმა  ქალაქში მის მიერ შეჩერებულ არქიტექტურულ პროექტებზეც  ისაუბრა. მინდელის თქმით, ის ,,შეგნებულად" არ აწერს ხელს არც ერთ არქიტექტურულ პროექტს. ,, არ ვამბობ, რომ ვიღაცას რამე უკანონოდ მისცეს და დაუკანონეს, მაგრამ იმდენად გაიზარდა ამ არქიტექტურული პროექტების რიცხვი.... ალბათ,  საჭიროა გარკვეული კომისიის შექმნა, რომელიც ყველა საკითხს ინდივიდუალურად შეისწავლის. ვაცხადებ, რომ მე არ ვაწერ ამ პროექტებს ხელს", - დასძენდა მინდელი.


KKPRESS.GE  მასალის გამოყენება შეგიძლიათ, მხოლოდ, საიტის მითითებით

Comments