გარდაბნის რესურსცენტრი ცვლილებების მოლოდინშია


KKPRESS.GE

გარდაბნის რაიონის საგანმანათლებლო რესურსცენტრის ხელმძღვანელის ადგილი ვაკანტურია. ,, 2009 წელს, რამდენიმე რაიონის რესურსცენტრის ხელმძღვანელი კონკურსის გარეშე დაინიშნა.მათ შორის ვიყავი მეც. მოგეხსენებათ ყველა საჯარო მოხელემ უნდა გაიაროს კონკურსი და ისე დაიკავოს თანამდებობა. ამ დრომდე  მე გახლით რესურცენტრის ხელმძღვანელის მოვალეობის შემსრულებელი. ახლა, უკვე, გამოცხადდა კონკურსი,  სადაც მეც შევიტანე განცხადება და ვნახოთ რა იქნება. სავარაუდოდ,  თებერვლის ბოლოს გვეცოდინება შედეგები", - საუბრობს, გარდაბნის რესურსცენტრის ხელმძღვანელის მოვალეობის შემსრულებელი, მარიამ გარაშვილი.



KKPRESS.GE  მასალის გამოყენება შეგიძლიათ, მხოლოდ, საიტის მითითებით

Comments