გუბერნატორის მორიგი ინიციატივა




კირკიტაძის თქმით, მისასალმებელია მთავრობის ინიციატივა სოფლად მაცხოვრებელ ოჯახებს საგაზაფხულო სამუშაობის ჩასატარებლად  300 ლარიანი ვაუჩერი  გადასცეს,თუმცა ყურადღება ქალაქში მაცხოვრებელ ოჯახებსაც სჭირდებათ. ,,ჩვენ ვიწონეთ აღნიშულ ინიციატივას, თუმცა დახმარება ქალაქში მაცხოვრებლსაც სჭირდებათ. ჩვენ მაშინ, როდესაც ვგეგმავდით 1 000 ლარიანი ვაუჩერის დარიგებას არ ვყოფდით მოსახლეობას საცხოვრებელი ადგილების მიხედვით", - საუბრობდა, გუბერნატორი.


ახალი ინიციატივის გასამყარებლად კირკიტაძემ ხელმოწერების შეგროვება დაიწყო. ჟურნალისტებთან საუბრისას შეკრებილი მამასახლისები აცხადებდნენ, რომ ინიციატივა მათთვის მისაღებია. იყვნენ ისეთებიც ვინც გუბერნმატორს უხსნიდნენ, რომ მათი სოციალური პრობლემების მოსაგვარებლად არა ერთხელ მიმართეს პრეზიდენტს, თუმცა არავინ დახმარებიათ. მათ გუბერნატორი პასუხობდა, რომ ივანიშვილს ბევრი ფული აქვს და ახალი მთავრობა დაეხმარებათ. 



Comments