დასაქმების პროგრამის დეტალები





აღნიშნული პროგრამის ფარგლებში საკუთარი თავის პიარს ახდენდა იმ დროისთვის ქვემო ქართლის გუბერნატორის მოადგილე, მამუკა ჩიქოვანი. ის გუბერნატორის ადმინისტრაციაში ასობით მოქალაქეს ხვდებოდა და 2 თვიან, შემდეგ კი გრძელვადიან დასაქმებას ჰპირდებოდა. ამ შეხვედრების შემდეგ კი ის მალევე ოფიციალურად პრეზიდენტმა რუსთავში მაჟორიტარობის კანდიდატად დაასახელა.

,,ადამიანის უფლებათა ცენტრი"-ს 2012 წლის 9 ივლისს გამოქვეყნებულ მასალში ერთ-ერთი ასეთი შეხვედრის დეტალებს ვკითხულობთ. ,, რუსთავი, 6 ივლისი, 11:00  საათი. ქვემო ქართლის გუბერნატორის ადმინისტრაციის ორსართულიან  შემინულ შენობაში მოქალაქეებს რიგია. პირველი სართულის მისაღები  ახალგაზრდა  და შუა ხნის მოქალაქეებით გაივსო.  „შენც დასაქმებაზე ხარ?" - მეკითხება ახალგაზრდა გოგონა. იგებს თუ არა, რომ კონკურენტები არა ვართ, მშვიდად გვესაუბრება თავის პრობლემებზე", - ვკითხულობთ მასალაში (http://humanrights.ge/index.php?a=main&pid=15160&lang=geo)

ამავე სტატიის თანახმად დასაქმების მსურველებს თავად ჩიქოვანი შეხვდათ და ესაუბრათ. ,, ჩვენ საუბარი გვაქვს ორი თვით დასაქმებაზე. თქვენ, ძირითადად, აგვისტო-სექტემბერში მოგიწევთ აქტიური მუშაობა. გექნებათ 300-ლარიანი ანაზღაურება თვეში. მინდა გითხრათ, რომ პროგრამა ახალი მთავრობის ინიციატივით ხორციელდება. თქვენ მოგიწევთ აღრიცხოთ უმუშევარი მოქალაქეები, რათა გავიგოთ რა პროფესიის,  რა ასაკის ადამიანები გვყავს დასასაქმებელი. ასევე, მინდა გითხრათ, რომ ამ ორთვიანი სამუშაოს  დასრულების შემდეგაც   მთავრობა იზრუნებს თქვენ დასაქმებაზე. არ იფიქროთ, რომ რადგან ეს ორთვიანი სამუშაო მიიღეთ, მორჩა და თქვენ დასაქმების პროგრამით შემდეგში ვეღარ ისარგებლებთ. სხვა დეტალებს,  შესაბამისი  სამსახურები აგიხსნიან. პროგრამაში ჩართვისთვის თქვენი CV არ დაგვჭირდება, მხოლოდ პირადობის მოწმობაა საჭირო", - ამ სიტყვებით მიმართავს სამუშაოს მაძიებლებს ქვემო ქართლის გუბერნატორის მოადგილე, მამუკა ჩიქოვანი", - ვკითხულობთ ,,ადამიანის უფლებათა ცენტრი"-ს სტატიაში.

    ფოტოს წყარო: http://humanrights.ge 

KKPRESS.GE  მასალის გამოყენება შეგიძლიათ, მხოლოდ, საიტის მითითებით

Comments