აზოტის საწარმოში სარემონტო სამუშაოები იწყება



რუსთავის აზოტის საწარმოში გეგმიური სარემონტო სამუშაოები 11 თებერვლიდან დაიწყება. ქარხნის თანამშრომელთა თქმით, სამუშაოები 7 მარტამდე გაგრძელდება. მათივე ინფორმაციით თანამშრომელთა ნაწილს ტარიფულზე მოუწევს გასვლა, ანუ საწარმო მათ ხელფასის ნახევარს  გადაუხდის. ხოლო, სარემონტო სამუშაობზე მომუშავე სპეციალისტები არსებულზე მეტ ანაზღაურებას მიიღებენ, რადგან მათთვის სამუშაო დღე 20:00 საათამდე გაგრძელდება.



Comments