თავდაცვაში დაბრუნების შანსი ყოფილ თანამშრომლებს




 ,, სამუშაო ჯგუფი შემოსულ განცხადებებს წოდების, დათხოვნის საფუძვლის და ქვედანაყოფების მიხედვით ახარისხებს და მათ დამატებით შესასწავლად სტრუქტურულ ქვედანაყოფებს უგზავნის. თუ განმცხადებლის წოდება და კვალიფიკაცია შეესაბამება სტრუქტურულ ქვედანაყოფში არსებულ ვაკანსიას, ის გადის სამედიცინო შემოწმებას და სტრუქტურული ქვედანაყოფის დადებითი რეკომენდაციის საფუძველზე, ინიშნება შესაბამის თანამდებობაზე", - ინფორმაციას თავდაცვის სამინისტრო ავცელებს.

სპეციალური სამუშაო ჯგუფში, რომელიც დათხოვნილი კადრების ბედს წყვეტს სამინისტროს სამოქალაქო ოფისისა და გაერთიანებული შტაბის წარმომადგენლები შედიან. აღნიშნული ჯგუფი 22 თებერვალმდე იმუშავებს,  შემდეგ კი მოქალაქეების აღდგენისა და დასაქმების საკითხს თავდაცვის მინისტრის ბრძანებით შექმნილი თანამდებობრივი საკვალიფიკაციო კომისია განიხილავს. აღნიშნული კომისია  ცენტრალიზებულად იმუშავებს, დასაქმების მსურველებს სპეციალურ ტესტირებას და შემოწმებას ჩაუტარებს. ამის შემდეგ,  მოამზადებს სარეკომენდაციო გადაწყვეტილებებს მათი დანიშვნისა,  თუ დანიშვნაზე უარის თქმის თაობაზე.


Comments