როდესაც შემსრულებელიც და მაკონტროლებელიც ერთიდაიგივე ორგანოა - დადგენილება №5


KKPRESS.GE

გარდაბნის საკრებულოს თავჯდომარის №5 დადგენილების მიხედვით ,,საჯარო სამსახურის კანონში" შეტანილი ცვლილების თანახმად,  საკრებულო ადგენს ,,გარდაბნის მუნიციპალიტეტის მოხელეთა საკონკურსო-საატესტაციო კომისიის დებულებას".

აღნიშნული დებულების მიხედვით ატესტაციის გავლა სავალდებულოა გარდაბნის თვითმმართველობაში მომუშავე საჯარო მოხელისთვის 3 წელიწადში ერთხელ, ასევე კონკურსის  გავლა სავალდებულოა მოხელისთვის, რომლის დაწინაურების საკითხიც დგას. ატესტაციაზე გავლენ ის მოხელეებიც, რომელთაც უფლებამოსილება  შეუჩერდათ  ,,საჯარო სამსახურის შესახებ" საქართველოს კანონის №89-ე მუხლის ,,ბ", ,,გ", ,,ე", ,,ვ" ქვეპუნქტებით.  ისინი  ატესტაციას დებულების მიხედვით გაივლიან  ,, უფლებამოსილების აღდგენიდან არანაკლებ ერთი თვის ვადაში".

კანონის თახმად მუხლი 89-ე-ს ,,ბ" ქვეპუნქი  გულისხმობს: ,, შვებულების დროს"; ,,გ" - დროებით შრომისუუნარობის დროს; ,,ე" - მოხელის კანდიდატად წამოყენებისას საპრეზიდენტო ან წარმომადგენლობითი ორგანოების არჩევნებში; ხოლო ,,ვ" - როდესაც პირს უფლებამოსიელება შეჩერებული აქვს სასწავლო შეკრების, აგრეთვე რეზერვისტთა მობილიზაციის დროს.


ყველა ამ კატეგორიაში მოხვედრილ პირს  საატესტაციო კომისიის წინაშე საკუთარი კვალიფიკაციის დამტკიცება მოუწევს.

დავინტერესდით  ვინ უხელმძღვანელებს და დააკომპლექტებს ,, გარდაბნის მუნიციპალიტეტის მოხელეთა საკონკურსო-საატესტაციო კომისიას". ასევე, ვის მიმართოს საჯარო სამსხაურში დასაქმების მსურველმა პირმა, თუ მას კომისიის ობიექტურ მუშაბაში ეჭვი შეეპარება.  აღმოჩნდა, რომ კომისიას,   რომელიც  ამოწმებს პირის კვალიფიკაციას  და ასევე, ,,საპრეტენზიო  კომისიას"  ერთიდაიგივე ორგანო - გარდაბნის საკრებულო  აკომპლექტებს.   

,, გარდაბნის მუნიციპალიტეტის მოხელეთა საკონკურსო-საატესტაციო კომისიის დებულების"  მე-6 მუხლოს თანხმად,  ,,საპრეტენზიო კომისიის"  წევრები  შეიძლება იყვნენ  მოწვეული პირები, თუმცა მათ ისევე, როგორც კომისიის ხელმძღვანელს და მოადგილეს,  ნიშნავს გარდაბნის საკრებულო. იგივე წესები ვრცელდება ,, საკონკურსო-საატესტაციო კომისიის" დაკომპლექტებისას. აქვე, ისიც უნდა ითქვას, რომ აღნიშნულ კომისიის ხელმძღვანელად  22 თებერვლის საკრებულოს სხდომაზე, გარდაბნის საკრებულოს თავჯდომარე, ზაზა ონიანი დაინიშნა.

გარდაბნის თვითმმართველობის თანამშრომელთა საატესტაციო კონკურსზე საუბარი, თავად ზაზა ონიანთან ვერ ხერხდება. სატელეფონი საუბარში, გვიხნიან, რომ ონიანი მოუცლლელობის გამო ვერ შეგვხვდება.

მოახლოებულ საატესტაციო კონკურს ერთი დეტალიც ახლავს. კონკურსისი ჩატარების დრო გარდაბნის საკრებულოს თავჯდომარემ უნდა შეუთანხმოს ,,საატესტაციო კომისიის" ხელმძღვანელს. ამ შემთხვევაში კი რადგან ორივე მათგანს, ზაზა ონიანი ხელმძღვანელობს, მას საკითხის შეთანხმება საკუთარ თავთან მოუწევს.

kkpress.ge მასალის გამოყენება შეგიძლიათ, მხოლოდ, საიტის მითითებით

Comments