მარნეულის ტელევიზიამ ტელემაუწყებლობა განაახლა


KKPRESS.GE 

„მარნეული ტვ" რაიონში მოქმედი ერთადერთი ადგილობრივი მაუწყებელია. მისი საინფორმაციო და სოციალურ-პოლიტიკური ხასიათის პროგრამები ქართულ-აზერბაიჯანულ ენებზე მზადდება. ქართველი და აზერბაიჯანელი ჟურნალისტები მედია პროდუქტს  ერთად ქმნიან. ტელევიზიის მიმართ, უკვე წლებია,  ინტერესს და მხარდაჭერას გამოხატავენ საერთაშორისო ფონდები. მათი დახმარებით ,,მარნეული ტვ"-მ  ამზადებს პროგრამებს, ზრდის  ჟურნალისტთა კვალიფიკაციის დონეს  და ავითარებს ტექნიკურ შესაძლებლობებს. 

მიუხედავად ამ რეალობისა ტელევიზიის არსებობის საკითხი კითხვისნიშნის ქვეშ დადგა. მიზეზი კი ის იყო, რომ სს ,, ქვემო ქართლის ტელე-რადიო კომპანია"-მ მარნეულის მაუწყებელს მათი სიხშირის გამოყენებაზე უარი უთხრა. დღეს უკვე, მარნეულის ტელევიზიას ახალი პარტნიორი ჰყავს. ,,სტერეო +"-ს შორის დადებული ხელშეკრულებით მარნეულის ტელევიზიამ მეორე მეტრულ არხზე მაუწყებლობის უფლება მიიღო.



,, ქვემო ქართლის საინფორმაციო პორტალი" ულოცავს კოლეგებს პრობლემის დაძლევას და საინტერესო ტელე ეთერს უსურვებს.

kkpress.ge მასალის გამოყენება შეგიძლიათ, მხოლოდ, საიტის მითითებით

Comments