ქვემო ქართლში ალასანიას პარტია გააქტიურდა




ალასანიას პარტიამ აქტიურობა დაიწყო რუსთავშიც. დღეს ,,დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში" მათ ბრიფინგი გამართეს. ,, ჩვენ ვეხმაურებით იმ ფაქტს, რომ ქალაქში შეწყდა ინფრასტრუქტურული პროექტები. არ კეთდება გზები, სახურავები და ა.შ ჩვენ ქალაქის ადგილობრივ ხელისუფლებას მივმართავთ და ვითხოვთ განმარტებებს, რა ხდება?!  რასთან გვაქვს საქმე ?!  საფუძვლიანი ეჭვი მაქვს ცდილობენ, უკმაყოფილე დათესონ ქალაქში და იმის დემონსტრირება სურთ, თითქოს არჩევნების შემდეგ შეწყდა რუსთავის  განვითარება", - საუბრობდა, ,,თავისუფალი დემოკრატების" რუსთავის  ორგანიზაციის ხელმძღვანელი, გოჩა ომაიძე.

Comments