ხვალ ივანიშვილს ,,ოცნების“ რუსთაველ წევრთა ნაწილი ესტუმრება





,, უკმაყოფილება გამოიწვია იმან, რომ 1 ოქტომბრის გამარჯვების შემდეგ პარტიის რუსთავის ორგანიზაცია არ დაფუძნდა. ამასთან ერთად გარიყეს პარტიიდან ის ადამიანები ვინც ყველაფერი გააკეთა ამ გამარჯვებისთვის, საუბარი მაქვს ზონის კოოდინარტორებზე და ჩვენ აქტივისტებზე. გვაინტერესებს  რატომ მოხდა ეს ასე?!  ერთადერთი ბატონი ბიძინას იმედი გვაქვს და ვიცით, რომ გაერკვევა საქმეში.


 მისი თქმით,  აღნიშნულ აქციას  უერთდებიან, როგორც წინასაარჩევნოდ კოალიციაში მომუშავე ზონის კოორდინატორები,  ასევე კოალიციის რუსთავის ორგანიზაციის დამფუძნებლები.  ერთდერთი, სიახლე რასაც ალეკო ბერიძე დადებითად აფასებს ეს ღარიბაშვილის და კბილაშვილის უწყებას უკავშირდება. ,, ძალიან მახარებს ის გარემოება, რომ პოლიტიკურ პროცესებში შსს და პროკურატურა არ ერთვება. ეს მისასალმებელია და ვიტყოდი, რომ ეს არის ის რასაც 1 ოქტომბერს გამარჯვებით მივაღწიეთ", - დაძენს  ბერიძე.


 ,, რუსთავის  ორგანიზაციის დაფუძნება ხელოვნურად ჭიანურდება. გამოჩნდნენ კლანები,  რომელთაც პარტიაში საკუთარი ხალხის შეყვანა და კლანური პოლიტიკის გატარება სურთ. ჩვენ ამის წინააღმდეგი ვართ. ამ აზრს იზიარებს 80% იმ ადამიანებისა, ვინც მუშაობდა კოალიციაში წინასაარჩევნოდ. მათ რიცხში შედის კოალიციის 12 დამფუძნებელი  რუსთავის შტაბის 116 წევრი და სხვა მხარდამჭერები.



პარტიის მეორე ფრთა კი, რომლის მიმართაც ბერიძის მხარდამჭერებს უკმაყოფილება აქვთ,  რუსთავში პოლიტიკური ნიშნით დახურული კერძო სკოლა ,,მილენიუმის" დირექტორის, ელზა ლეკვეიშვილის გარშემოა შეკრებილი. სწორედ, მისი კანდიდატურა განიხილებოდა ,,ოცნების" რუსთავის ორგანიზაციის ხელმძღვანელად, თუმცა ამ ეტაპზე პარტიის ხელმძღვანელობაზე უარს თავად ლეკვეიშვილი ამბობს. 



Comments