,,ლიდერთა სახლი“ და რუსთაველი ახალგაზრდები



რუსთავის იუსტიციის სახლი ადგილობრივი აქტიური ახალგაზრდების თავშეყრის ადგილად იქცა. დამამთავრებელი კლასის ახალგაზრდები ყოველ კვირა იუსტიციის სახლში იკრიბებიან, ხვდებიან მათთვის საინტერესო პროფესიის ადამიანებს, ისმენენ მათ პროფესიულ ისტორიებს და ემზადებიან საკუთარი არჩევანის გასაკეთებლად. არჩევანი კი ერთია,  მათ უნდა გადაწყვიტონ, როგორი იქნება მათი სამომავლო პროფესიული არჩევანი.  



,, სირთულეები, ცხადია, არსებობს. მე უკვე 13 წელია მსახიობი ვარ, მაგრამ ყოველი პრემიერის დროს  ისე ვღელავ, როგორც პირველად ვღელავდი სცენაზე გასვლისას", - საუბრობდა, ელიზბარაშვილი. უხსნიდა ახალგაზრდებს, რომ მას  ვინც აირჩევს მსახიობის პროფესიას უნდა ესმოდეს, რომ სცენაზე ასვლისას მისი ყველა  პირადი პრობლემა მეათეხარისხოვანი ხდება და ერთადერთი რაც მას ევალდება საკუთარი ოსტატობით მაყურებლისთვის სიამოვნების მინიჭებაა.



 
 

kkpress.ge მასალის გამოყენება შეგიძლიათ, მხოლოდ, საიტის მითითებით

Comments