kkpress.ge გარდაბნის თვითმმართველობისგან საჯარო ინფორმაციას ითხოვს


KKPRESS.GE

მიუხედავად იმისა, რომ ქვემო ქართლის რეგიონის ყველა რაიონულ თვითმმართველობას საკუთარი ოფიციალური  საიტი აქვს, მათი უმრავლესობა აღნიშნულ რესურს გამჭვირვალე მუშაობისთვის არ იყენებს. სწორედ, ამიტომ ხშირ შემთხვევაში,  საკრებულოს სხდომის თარიღის გაგება პრობლემაა ადგილობრივი მედიისთვის. 

მსგავსი  რეალობა არის  გარდაბნის თვითმმართველობაშიც. მიუხედავად იმისა, რომ არჩევნების შემდეგ საკრებულომ ახალი თავჯდომარე, ზაზა ონიანი აირჩია გამჭვირვალე მუშაობის მიმართ დამოკიდებულება თვითმმართველობას არ შეცვლია. მათი ოფიციალური საიტი  gardabani.­ge  არ ფუნციონირებს და ცხადია, მისი გამოყენებით საკრებულოს სხდომის თარიღის გაგება შეუძლებელია.

kkpress.ge იმისთვის, რომ მეტ-ნაკლებად მაინც შეძლოს თვითმმართველობის მუშაობის გაშუქება,  გარდაბნის ხელმძღვანელობისგან საკრებულოს სხდომის ოქმებს ითხოვს. აღნიშნული მოთხოვნით წერილი გარდაბნის საკრებულოში 11 მარტს შევიდა.

საკრებულოს სხდომის თარიღის გამოქვეყნება ასევე, პრობლემაა რუსთავის თვითმმართველობისთვის. მიუხედავა იმისა, რომ აღნიშნული თვითმმართველობა არჩევნების შემდეგ თითქმის სისტემატიურად აქვეყნებდა საკუთარ საიტზე სხდომის თარიღს, 5 მარტს სხდომა ისე ჩაატარა, წინასწარი  ინფორმაცია თვითმმართველობის  საიტზე არ განათავსა.


Comments