№ 16 სასჯელაღსრულების დაწესებულების თანამშრომელთა პროტესტი


KKPRESS.GE

,, ჩვენი აზრით, ამის ინიციატორი გენერალური ინსპექციის  უფროსი,  მირზა სუბელიანია.  მას სურს, რომ ყველა თანამშრომელი გაათავისუფლოს და მისი ნათესავები დაასაქმოს.  ჩვენ ახლა გვითხრეს, რომ სხვადასხვა დაწესებულებაში გადაგვანაწილებენ , თუმცა ვიცით, რომ იქიდანაც ნელ-ნელა მოგვიშორებენ', -  აცხადებენ ციხის თანამშრომლები.

დღეს,  რუსთავის  № 16 სასჯელაღსრულების დაწესებულების თანამშრომლებმა აქცია გამართეს. ისინი სამსახურიდან გათავისუფლებას აპროტესტებენ.  როგორც აქციის მონაწილეები აცხადებენ, არ არსებობს ოფიციალური დოკუმენტაცია, რომელიც მათ გათავისუფლებას დაადასტურებს. მიუხედავად ამისა მათ დილით სამსახურში  შესვლის საშუალება არ მიეცათ.

№ 16 სასჯელაღსრულების დაწესებულების თანაშმრომლები საპროტესტო  აქციას  ამ დრომდე აგრძელებენ. მათ უჭირთ ზუსტი მიზეზის  დასახელება, რის გამო  მოხდა მათი სამსახურიდან გათავისუფლება . ციხის ადმინისტრაციისგან და მინისტრისგან ოფიციალურ ახსნა-განმარტებას მოითხოვენ.  აქციის  მონაწილეთა ინფორმაციით, ამ ეტაპზე მათ მოვალეობას  № 12 დაწესებულების თანამშრომლები ასრულებენ.
,, ჩვენ, მე-16 დაწესებულების თანაშრომლები დღეს დილით ჩვეულებრივ გამოვცხადდით სამსახურში, თუმცა ციხის ადმინისტრაციამ  ადგილზე არ შეგვიშვა. გვაქვს ინფორმაცია, რომ ციხეში იწყება სარემონტო სამუშაოები და სწორედ ამის გამო მოხდა ჩვენი გათავისუფლება. ამის შესახებ,  მხოლოდ სიტყვიერად გვითხრეს, ოფიციალური დოკუმენტაცია კი არ არსებობს, რაც ჩვენს  გათავისუფლებას დაადასტურებს. ფაქტობრივად, უმუშევრად ვრჩებით 80 ადამიანი.  

ჩვენი აზრით, ამის ინიციატორი გენერალური ინსპექციის  უფროსი,  მირზა სუბელიანია.  მას სურს, რომ ყველა თანამშრომელი გაათავისუფლოს და მისი ნათესავები დაასაქმოს.  ჩვენ ეხლა გვითხრეს, რომ სხვადასხვა დაწესებულებაში გადაგვანაწილებენ , თუმცა ვიცით, იქიდანაც ნელ-ნელა მოგვიშორებენ', -  აცხადებენ ციხის თანამშრომლები.

სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს განცხადებით კი, ამ ეტაპზე მე-16 დაწესებულების  სრული სარემონტო-სარეაბილიტაციო სამუშაოები იწყება, რომელიც 2-3 თვის განმავლობაში გაგრძელდება.  მათი განმარტებით, თანამშრომელთა ნაწილი  სხვადასხვა დაწესებულებაში გადანაწილდება, ხოლო დანარჩენი თანამშრომლები კადრების განყოფილებას დაექვემდებარებიან.

ციხის თანაშროლმების პროტესტი კი კვლავ, გრძელდება. ითხოვენ მათი უფლებების დასაცავად ადგილზე  სახალხო დამცველის წარმომადგენელი და  არასამთავრობო ორგანიზაციები მივიდნენ.

სოფიკო ზურაშვილი

kkpress.ge მასალის  გამოყენება  შეგიძლიათ,  მხოლოდ,  საიტის  მითითებით

Comments