მარნეულში ხვნა–თესვის ბარათებს სამინისტროს უბრუნებენ




სოფლის რწმუნებულთა უმეტესობა უკმაყოფილებას გამოთქვამდა სასოფლო-სამეურნეო ბარათებთან დაკავშირებით. აცხადებდნენ, რომ  სოფლის მეურნეობის სამინისტროდან  სასოფლო-სამეურნეო ხვნა-თესვის ბარათების გამოგზავნა გვიანდება. აღნიშნავდნენ, რომ ბარათები არ ჩამოვიდა იმ სასოფლო სამეურნეო მიწების  მესაკუთრეებზეც,  რომლებიც სამინისტროსთვის გაგზავნილ პირველ სიებში იყვნენ.

,, არსებობს გარკვეული პრობლემები,  ბარათები არ ჩამოვიდა ნაწილი მოქალაქეებისთვის, რომლებიც გაგზავნილ სიებში იყვნენ.  ამ საკითხს დღეს გავარკვევთ სოფლის მეურნეობის სამინისტროსთან", - აცხადებდა, მარნეულის მუნიციპალიტეტის ეკონომიკური განვითარებისა და მუნიციპალური ქონების მართვის სამსახურის უფროსი, დავით ხარშილაძე.




Comments