რუსთავში წითელას ვირუსით დაავადებულთა რაოდენობა საგანგაშო არ არის




წითელას ვირუსით დაავადებულთა რაოდენობამ   ბოლო პერიოდში საგრძნობლად იმატა.  დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, ბოლო 2 თვის განმავლობაში წითელათი დაავადების 67 ფაქტი გამოვლინდა. შარშან კი დაავადებულთა რაოდენობა, მხოლოდ 31 იყო. შემთხვევების უმეტესობა თბილისში გამოვლინდა თუმცა არც რეგიონებია გამონაკლისი.

ეპიდემიისთავიდან ასაცილებლად მთავრობა საყოველთაო სავალდებულო აცრებს იწყებს.  დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის გადაწყვეტილებით, 6 თვიდან 30 წლამდე ყველა მოქალაქემ აცრა აუცილებლად უნდა ჩაიტაროს, 30 წლის ზემოთ კი ვაქცინაცია ექიმის რეკომენდაციით უნდა მოხდეს. ვაქცინაცია უფასოა და მთლიანად სახელმწიფო აფინანსებს.


რუსუდან ადამია :  ,, წითელა ინფექციური დაავადება, ძირითადად ბავშვებში ფიქსირდება. გადადის უშულო კონტაქტით. წითელა მიმდინარეობს მაღალი ცხელებით, სასუნთქი გზების და თვალის ლორწოვანი გარსის გაღიზიანებით და ახასიათებს წითელი ფერის გამონაყარი. გამოყრა იწყება სახისა და კისრის არიდან და 5-6 დღის განმავლობაში ვრცელდება სხეულსა და კიდურებზე. გართულებები აღენიშნება ყოველი 15-დან ერთ ბავშვს. საკმაოდ ვერაგი დაავადებაა . მძიმე გართულებები შეიძლება გამოვლინდეს ფილტვების ანთების (პნევმონია) და თავის ტვინის ანთების (ენცეფალიტი) სახით. წითელას ციკლური აფეთქება ახასიათებს, რომელიც მეორდება ხუთ-ექვს წელიწადში ერთხელ და დღეს ასეთ ციკლის პერიოდში ვართ.

წითელას შემთხვევების მატება გამოიწვია იმანაც, რომ ბოლო წლებში დაეცაიმუნიზაციის მაჩვენებელი და დიდი როლი ითამაშა 2008 წელს წითელა -წითურას აცრის მასობრივი კამპანიის ჩავარდნამ, რაშიც დიდი როლი ითამაშა მედიით გავრცელებულმა ინფორმაციამ უხარისხო ვაქცინების შემოტანის შესახებ.

მართალია, ჩვენ ნ მოვახერხეთ სკოლებში შესვლა და  მოსწავლეთა ვაქცინაცია, მაგრამ ყველგან, განსაკუთრებით, თბილისის ბოლომდე მოცვა არ მოხდა და სწორედ ამიტომ ფიქსირდება შემთხვევების დიდი რაოდენობა.

როგორი მდგომარეობაა რუსთავში? გაზრდილია თუ არა მომართვიანობა ამ კუთხით? და როგორ დავიცვათ თავი წითელასგან?

ჩვენთანაც არის ერთეული შემთხვევები. დღესაც ორი შემთხვევა დაფიქსირდა. თუმცა საგანგაშო მდგომარეობა არ არის. ყველაზე კარგი თავდაცვის საშუალება არის ვაქცინაცია. ამ ვაქცინით ცრიან ყველა ბავშვს ჯერ 1 წლის, შემდეგ კი 5 წლის ასაკში. მოგეხსენებათ, ამ ეტაპზე მიმდინარეობს ვაქცინაციის კვირეული, რომლის ფარგლებშიც წითელა-წითურა-ყბაყურის  ვაქცინა კეთდება   7 წლამდე ბავშვებში და ასევე  6 თვის ასაკიდან  ნებისმიერი ასაკის ადამიანებში, თუ ისინი არიან დავადებულთან კონტაქტში ნამყოფი.

მოვუწიდებ მშობლებს, რომ აუცილებლად ჩაუტარონ აცრა შვილებს.  მათ, ვისაც გამოტოვებული აქვს წითელა-წითურას საწინააღმდეგო ერთი აცრა მაინც. აცრაუფასოა, ვაქცინაცია კი   უსაფრთხო.

სოფიკო ზურაშვილი

kkpress.ge მასალის  გამოყენება  შეგიძლიათ,  მხოლოდ,  საიტის  მითითებით

Comments