კულტურისა და დასვენების პარკის სარეაბილიტაციო სამუშაოები განახლდა




რუსთავის კულტურისა და დასვენების პარკის რეაბილიტაციის პროექტი გასული წლის მაისში დაიწყო. პროექტის ღირებულება 3 მლნ ლარია, რომლის ნაწილი პრეზიდენტის სარეზერვო ფონდიდან დაფინანსდა.  პარკის რეაბილიტაციის ბოლომდე დასასრულებლად  საჭირო თანხები ქალაქის თვითმმართველობის განცხადებით, ცენტრალური ბიუჯეტიდან უნდა დაფინანსებულიყო. ბოლო თვეების განმავლობაში  პარკის სარეაბილიტაციო სამუშაოები კი სწორედ იმიტომ შეჩერდა, რომ აღნიშნული ტრანსფერი ჩარიცხული  არ იყო.


როგორც ქვემო ქართლის საინფორმაციო პორტალთან საუბარისას სამუშაოების მწარმოებელმა,  უჩა ლათიბაშვილმა განაცხადა, პროექტის პირველ ეტაპზე მოეწყო ფეხით სავალი ბილიკები, დამონტაჟდა სანათი წერტილები, ასევე წყალსადენის და კანალიწაციის სისტემები.  გაიწმინდა ტბა. მეორე ეტაპის ფარგლებშ კი  იგეგმება პარკში არსებული ღია კინოთეატრის რეაბილიტაცია, გრანიტ-ფოლადის, ასევე  ხის სკამებისა და საპიკნიკე კომპლექტების მონტაჟი. იგეგმება შადრევნების მოწყობა, პარკში არსებული ხიდისა და სხვა ინფრასტრუქტურის რეაბილიტაცია.

,, გასული წლის ნოემბრიდან სარეაბილიტაციო სამუშაოები შეჩერებული იყო, ვინაიდან შესაბამისი თანხები არ იყო გადმორიცხული. ერთი კვირაა  უკვე  განვაახლეთ  სამუშაოები. ამ ეტაპზე პარკში შესასვლელი თაღის რეაბილიტაცია მინდინარეობს. პროექტით გათვალისწინებულ დანარჩენ სამუშაოებსაც პარალელურად განვაახლებთ",- განაცხადა ლათიბაშვილმა.

„ პარკის სარეაბილიტაციო სამუშაოები უკვე განახლდა, რისთვისაც ცენტრალურ ხელისუფლებას მადლობა მინდა ვუთხრა. მნიშველოვანია ტყე-პარკის გამწვანების საკითხიც.  მიმინარე წელს, ჩვენი ამერიკელი მეგობრების დახმარებით, ვაპირებთ დავრგოთ 1000 ნერგი. ჩვენ  ეკოლოგიური გარემოს აღდგენისა და გამწვანების პროცესს სწორედ პარკიდან დავიწყებთ და მთელ ქალაქს მოვიცავთ",- განაცხადა ქალაქის მერმა და დასძინა, რომ ტყე-პარკის რეაბილიტაცია სავარაუდოდ,  შემოდგომისთვის დასრულება.




Comments