Thursday, May 9, 2013

შსს რაიონების ადგილობრივი ბიუჯეტების გამოყენებას აგრძელებს


KKPRESS.GE

ქართული ტელეარხებზე შსს ახალი სარეკლამო ვიდეო გამოჩნდა. რეკლამიდან გვიხსნიან, რომ გაუქმდა სამინისტროს სოდ-ის და კუდ-ის დეპარტამენტები. შეიქმნა ახალი სამსახური - სახელმწიფო უსაფრთხოების სააგენტო და ა.შ. მაყურებელმა რეკლამიდან დასკვნა უნდა გამოიტანოს,  რომ სამინისტრო სოდის და კუდის მანკიერი ქმედებების გაგრძელებაზე უარს ამბობს და ახალი, ჯანსაღი სისტემის შექმნას ცდილობს.  თუმცა მცდელობის გზაზე ხალხური სიბრძნე ,, ჩვეულება რჯულზე უმტკიცესია" წამოეწია.

8 მაისს მარნეულის საკრებულოს სხდომაზე შსს-ს თხოვნა საკრებულოს წევრებს, ინფრასტრუქტურის და აგრალურ საკითხთა კომისიის ხელმძღვანელმა, რომან ტაბატაძემ გააცნო. ,, მოგეხსებათ ჩვენ წინა წლებში კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტისთვის გადაცემული გვქონდა ჩვენი ბიუჯეტით შეძენილი შკოდის მარკის ავტომობილი. ახლა სამინისტრო მოგვმართავს თხოვნით, რადგან კუდი გაუქმდა აღნიშნული ვტომობილი სარგებლობისთვის პირდაპირ შსს-ს გადავცეთ", - განაცხადა, ტაბატაძემ. საკითხს საკრებულოს წევრებმა მხარი დაუჭირეს. მხარდამჭერთა შორის იყო თავად ტაბატაძეც.

კითხვაზე რატომ გადასცა აღნიშნული ავტომობილი საკრებულომ შსს-ს, რომან ტაბატაძე გვპასუხობს: ,,  არ იყო სავალდებულო, თუმცა ეს არის ჩვენი კეთილი ნება, დახმარების ხელი გავუწოდეთ უწყებას აქტიური მუშაობისთვის. ამ მანქანასთან დაკავშირებით, როგორც წინათ იყო ასევე ახლაც დაიდება თხოვების ხელშეკრულება", - გვიხსნის მარნეულის საკრებულოს წევრი და ინფრასტრუქტურის საკითხთა კომისიის ხელმძღვანელი.


საკრებულოს სხვა  წევრები კი ამბობენ, რომ ,, სხვაგვარად არც შეიძლებოდა". საკრებულოს წევრთა ნაწილმა კი განაცხადა, რომ იქნებ საერთოდ აჩუქონ სამინისტროს აღნიშნული ავტომობილი. მათ განუმარტეს, რომ მანქანა ადგილობრივი ბიუჯეტითაა შეძენილი და მისი ჩუქება კანონით არ შეიძლება.

გასულ წლებში, რაიონების ადგილობრივი ბიუჯეტებით შეძენილი ქონების შსს-თვის ,,თხოვების" თემაზე ქვემო ქართლის საინფორმაციო პორტალი 29 აპრილსაც წერდა. ყურადღების ცენტრში გარდაბნის რაიონი იყო, სადაც როგორც გაირკვა 2004-2014 წლებში 41-ავტომობილი შეისყიდა რაიონმა საკუთარი ბიუჯეტით და თხოვების ხელშეკრულებით გადასცა შსს-ს. აღნიშნული ავტომობილები გარდაბნის გამგეობას სრულად ჯერაც არ დაბრუნებია.

მსგავს თემაზე: გარდაბნის ბიუჯეტის დღემდე გაუხმაურებელი ხარჯები - 41 ავტომობილი შინაგან საქმეთასამინისტროს

მანონ ბოკუჩავა
kkpress.ge მასალის გამოყენება შეგიძლიათმხოლოდსაიტის მითითებით

No comments: