დევნილებს ახალი ბინები გამოსახლებულთა წყევლის ფონზე გადასცეს - 26 ნოემბერი

kkpress.ge

რუსთავის ყოფილი #35-ე საბავში ბაღიდან გამოსახლებული 6 ოჯარის ისტორია გრძელდება. ორი თვეა ისინი ბაღის წინ კარვებში ცხოვრობენ. ადგილობრივი თვითმმართველობა მათ დაბინავებას ვერ ახერხებს.  ალტერნატიული ფართი, რომელსაც გამოსახლებულებს თვითმმართველობა სთავაზობს მათთვის მისაღები არ არის. აცხადებენ, რომ აღნიშნულ ობიექტებში არ არის ელემენტარული საცხოვრებელი პირობები.

შენობის ეზო ორ ნაწილად გაიყო, დარახველიძეს და დევნილებს გამოსახლებული ოჯახებისგან, ადგილობრივი პოლიცია იცავდა. დევნილთა მინისტრი დევნილებს ბინების გასაღებს გამოსახლებულთა წყევლის ფონზე აძლევდა. თავად გამოსახლებულმა ქალბატონებმა არა ერთხელ სცადეს მინისტრთან მიახლოება, თუმცა მათ სამართალდამცავები აკავებდნენ. პოლიციასვე მოუწია გამოსახლებული ოჯახების დამშვიდება. ადგილზე მყოფმა რუსთავის მერის მოადგილეებმა გამოსახლებულებთან დიალოგის წარმოება ვერ შეძლეს.

საჭირო გახდა სასწრაფო დახმარების გამოძახება. შეუძლოდ გახდა ორი გამოსახლებული ქალბატონი. ,, ჩვენ ვართ უბინაო სოციალურად დაუცველი ოჯახები. ამ სახელმწიფოს და მერიას ვალდებულება მხოლოდ დევნილების მიმართ აქვს?!  სხვაგან წასასვლელი, რომ მქონდეს აქ გავყინავდი ეპილეფსიან შვილს?!  ჩვენ რატომ არ გებრალებით?! ", - კითხულობდა, გამოსახლებული  ირმა დიაკონიძე.


მანონ ბოკუჩავა

kkpress.ge მასალის გამოყენება შეგიძლიათმხოლოდსაიტის მითითებით

Comments