დაბა კაზრეთში მოსახლეობა სამედიცინო შემოწმებას ითხოვს

მანონ ბოკუჩავა, ქვემო ქართლი
humanrights.ge

დაბა კაზრეთში ადგილობრივი მოსახლეობა ამბობს, რომ ისინი ბეღურები არიან - მერცხლები კი უკვე, დიდი ხანია უკეთეს ადგილებში გაფრინდნენ. ამბობენ, რომ მათ ვისაც ამისი საშუალება ჰქონდა დასახლება დატოვა და ეკოლოგიურად უკეთეს გარემოში გადავიდა.

ორი მადნის საბადოს კაზრეთის და საყდრისის კარიერის შუაში მდებარე დაბა კაზრეთში ეკოლოგია მთავარი თემაა. კაზრეთის ცხრასართულიანი კორპუსებიდან კარგად ჩანს კარიერის კლდეები. კაზრეთელები კარიერზე მიმდინარე აფეთქებებსაც თვალყურს ადევნებენ. ამბობენ, რომ მადნის მოპოვებისთვის კარიერზე მიმდინარე აფეთქებებმა ბოლნისის რაიონ სოფელ ბალიჭში კერძო სახლები დაბზარ.

,,ადამიანებს ურჩევნიათ ეკოლოგიურად დაბინძურებულ გარემოში იცხოვრონ, ვიდრე შიმშილით მოკვდნენ. აქ, ყოველი მესამე ოჯახის ერთი წევრი მაინც კარიერზე მუშაობს. კარიერზე სამუშაოების შეჩერებას მხარს არავინ დაუჭერს, მაგრამ გვაწუხებს ისიც, რომ მოსახლეობის ჯამრთელობის მდგომარეობა, სხვა რაიონებთან შედარებით, საგრძნობლად მძიმეა. ქალებს სხვადასხვა სიმსივნური წარმონაქმნები, ბავშვებს კი ჩიყვი, ასთმა და ალერგიები აწუხებთ. ყოველ დილით თეთრი 2 სანტიმეტრიანი მტვერი ადევს ყველაფერს - შეიძლება ამან არ იმოქმედოს ადამიანზე?“ - კითხულობს ადგილობრივი ციური ხარაიშვილი.ეკოლოგიაზე კაზრეთში საუბრობს ყველა, მაგრამ კარიერზე სამსახურის დაკარგვის შიშით მათი უმეტესობა ვინაობას არ ასახელებს. პირად საუბრებში გვიხსნიან, რომ მათი მთავარი სათხოვარი დაბა კაზრეთში სამედიცინო გამოკვლევის ჩატარებაა. ამბობენ, რომ მსგავი ღონისძიება დაბის მოსახლეობის ჯამრთელობის ობიექტურ სურათს აჩვენებს.

თავად მადნის მომპოვებელი კომპანია ,,ერ ემ ჯი“-ს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსხაური მედიასთან საუბრისას ხაზგასმით აღნიშნავს, რომ კომპანია ეკოლოგიური კუთხით დიდ სიფრთხილეს იჩენს და გარემოს არ აბინძურებს.

ოქროს მოპოვების საბედისწირო შედეგებზე კაზრეთელების გარდა, ბოლნისის რაიონში წლების წინ ექიმებიც საუბრობდნენ. 2007 წელს დავით ტატიშვილის ცენტრი აცხადებდა, რომ არსებული ეკოლოგიური სურათის გამო ბოლნისში ონკოლოგიური დაავადებების კონცენტრაცია შეინიშნებოდა. მაშინ აღნიშნულ ცენტრს მოქალაქეთა გასინჯვა თავად ბოლნისის გამგეობამ სთხოვა. გასინჯული 706 ბოლნისელი ქალბატონიდან 253-ს სარძევე ჯირკვლის ფიბროზული მასტოპათია აღმოაჩნდა. ამ ინფორმაციიდან ცოტა ხანში ყველა სამედიცო დაწესებულებამ და მათ შორის ტატიშვილის ცენტრმა ამ თემაზე საუბარი შეწყვიტა.

გარემოსდამცველი ორგანიზაცია „მწვანე ალტერნატივის“ ერთ-ერთ ანგარიშში, სწორედ ამ კვლევის შედეგი შევიდა და ერთი უცნაური გარემოებაც: 2007 წელს ბოლნისის თვითმმართველობა ერთიდაიგივე წერილით მიმართავს რაიონის ყველა სამედიცინო დაწესებულებას და სთხოვს, რომ „რაიონის ინტერესებიდან გამომდინარე“, ამ თემაზე სამედიცინო დაწესებულებებმა ინფორმაცია მედიას თვითმმართველობასთან ,,შეთანხმებით“ მისცენ.


Population Urge for Medical Examination in Kazreti
05.12.2013


Manon Bokuchava, Kvemo Kartli
humanrights.ge


Population of Kazreti small town states they are sparrows but swallows have already flown to better places. Those, who had chance left houses and moved to ecologically healthier environment.

Ecology is tough topic in Kazreti – a small town located between two ores Kazreti and Sakdrisi. Ore pit rocks are well-seen from the nine-storied residential buildings of Kazreti. Locals carefully watch ongoing explosions in the pit and say it might crack houses in Balichi village of Bolnisi district.

“People prefer to live in ecologically polluted environment to starvation. At least one member of every family in this district works for the ore and nobody supports the idea of closing it down. But we also bother about the health of population because they have more problems than residents of other districts. Women have cancer; children have goiter, asthma and allergies. Every morning I see 2-santimeters high dust on the furniture – how could it not harm our health?” Tsiuri Kharaishvili asked.

Everybody complains about ecology in Kazreti but nobody wants to speak about it loudly because of fear to lose job. In private talks they ask for medical examination of local population. People say it will show real picture of general situation about the health of local population.

Representatives of public relation service at the Company RMG, extracting the ore, underline with media that their company is very cautious with regard to ecology and do not pollute the environment.

Years ago, doctors from Bolnisi district also spoke about negative outcomes from extracting gold in the area. In 2007, Davit Tatishvili’s Center said cancer diseases were concentrated in Bolnisi district due to current ecological situation there. Local population had urged the Center to carry out medical examination on the ground. 253 out of examined 706 women from Bolnisi had fibrosis mastopathy of breast. Soon after this information was spread, all medical centers including Tatishvili Center stopped talking about the problem.

Environmental organization Green Alternative included results of this examination in their report and mentioned one curious fact. “In 2007, Bolnisi self-government sent one letter to all medical agencies in the district and asked to release information about the topic on media only upon the agreement of the issue with local authority “in sake of district interests.”

Comments