ქვემო ქართლის ადგილობრივი ხელისუფლებებისთვის აქტუალური პრობლემები



შეხვედრაზე, საქართველოს მყარი ნარჩენების კომპანიის დირექტორის, გიორგი შუხოშვილის განცხადებას რუსთავის ნაგავსაყრელთან დაკავშირებით, რუსთავის საკრებულოს თავმჯდომარის უკმაყოფილება მოჰყვა. შუხოშვილი აცხადებდა, რომ რუსთავის ნაგავსაყრელი ორგანული კანონის მოთხოვნების თანახმად 2012 წლიდან სამართავად მათ უნდა გადასცემოდათ. რაზეც გურგენიძე პასუხობდა, რომ მისთვის გაუგებარია ცენტრალური ხელისუფლების დეცენტრალიზაციის  ხედვა. მაშინ, როდესაც ერთის მხრივ მაქსიმალურ დეცენტრალიზაციაზეა საუბარი, მეორეს მხრივ კი თვითმმართველობას ნაგავსაყრელის სახით ქონებას ართმევენ.  



სხვა სირთულეების წინაშე დგას თეთრიწყაროს გამგეობა. შეხვედრაზე გამგებელმა რაიონში სხვადასხვა სამუშაობის მწარმოებელ არაკეთილსინდისიერ კომპანიებზე ისაუბრა, თუმცა რჩევა ცენტრალური მთავრობისგან ერთი კონკრეტილი საკითხის გარშემო ითხოვა. გამგებელი აცხადებდა, რომ თვითმმართველობას უწევს შეინახოს/შეუძინოს საწვავი კოდაში მდებარე საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურს. ეს მაშინ, როდესაც თვითმმართელობას მსგავსი სამსახურის შენახვა არ ევალება. თემაზე თეთრიწყაროს გამგებელმა, მამუკა ჩოქურმა კონკრეტული რჩევა ვერავისგან მოისმინა.


,, სოფლის განვითარების პროგრამაში თანხების ოდენობა დამოკიდებულია სოფელში მაცხოვრებელთა რაოდენობაზე. საზღვრისპირა სოფლებში რთული მდგომარეობაა - დაიცალა სოფლები მოსახლეობისგან და ცხადია, ამ პროგრამით ასეთი სოფლები ვერ განვითარდება.  იქნებ გამოვიჩინთ განსაკუთრებული დამოკიდბულება ასეთი საკითხების მიმართ", - საუბრობდა მარნეულის გამგებელი.



Comments