გარდაბნის თვითმმართველობა და შპს ,,შა-გი 2010“

23  დღეა ,,ქვემო ქართლის საინფორმაციო პორტალი" გარდაბნის თვითმმართველობისგან საჯარო ინფორმაციას ელის. ჩვენი ინტერესის საგანს წარმოადგენს გარდაბნის თვითმმართველობის და შპს ,,შა-გი 2010"-ის თანამშრომლობა. აღნიშნული კომპანია არის გარდაბანში განხორციელებული და მიმდინარე პროექტების ერთ-ერთი ყველაზე აქტიური დამპროექტებელი შპს.


ჩვენი თემით დაინტერესება არაოფიციალურმა ინფორმაციამ გამოიწვია, რომლის თანახმადაც  შა-გის მიმართ თვითმმართველობის დამოკიდებულება კანონსაწინააღმდეგო გახდა და შპს-ს სხვა დამპროექტებლებთან შედარებით - უპირატესობა უკანონოდ ენიჭება. საუბარი იყო რაიონის ამჟამინდელი გამგებლის, ნუგზარ ჩადუნელის, ასევე სხვა უწყებებში მომუშავე მაღალჩინოსნების  და შა-გი 2010  ,,მეგობრულ  ურთიერთობებზე" და იმაზეც, რომ სწორედ ეს ურთიერთობები გახდა მიზეზი შა-გის დირექტორის გიორგი სებისკვერაძის ვაჟის, ნიკოლოზ სებისკვერაძის მუნიციპალიტეტის საფინანსო სამსახურში დასაქმების.





Comments