,, ადამიანები, რომლებმაც ჯოჯოხეთში გამიშვეს დღეს დაუსჯელები დადიან“ - მთავრობისგან დაპირებული ,,სამართლიანობის აღდგენას“ ითხოვენ - 26 მარტი 2014



რუსთაველი დავით ოვაშვილი 2009 წლიდან მის მიმართ, დაწყებულ დევნაზე საუბრობდა. ოვაშვილის განცხადებით ბურჯანაძის პარტიაში პოლიტიკური აქტიურობის გამო, პოლიციამ იარაღი ჩაუდო და უკანონო პატიმრობაში ნახევარი-წელი ამყოფა. ამბობს, რომ პირები რომლებმაც თავისუფლება უკანონოდ აღუკვეთეს დასჯის ნაცვლად დაწინაურებულები არიან.


დაუსჯელობის პრობლემაზე საუბრობს სახალხო კრების მარნეულის ახალგაზრდული ორგანიზაციის ხელმძღვანელი კაკო შუბითიძეც. ითხოვს მისი საქმის ხელმეორედ გამოძიებას და დამნაშავეების დასჯას. ამბობს, რომ მისთვის ნარკოტიკის ჩამდები პოლიციელები დღეს დაწინაურებული, ხოლო საქმის გამომძიებელი პროკურორი ლევან ლაზარიშვილი ქვემო ქართლის საოლქო პროკურატურის მაღალჩინოსანია. 


პოლიტპატიმრების გარდა დღეს კანცელარიასთან შეკრებილი საზოგადოების ნაწილი უკანონოდ ჩამორთმეული ქონების დაბრუნებას ითხოვდა. შეკრებილთა შორის იყვნენ რუსთავი-თბილისის მიმართულებით მგზავრთა გადამყვანი შპს-ები, რომლებიც ძიძიგური-კალაძის კორუფციულ გარიგებაზე საუბრობდნენ. მათი წარმომადგენლის, ადვოკატ რევაზ რიჟამაძის განცხადებით კალაძე,ძიძიგური და შარანგიები - სხვა გვარებს არიან ამოფარებული და ხელში იგდებენ მგზავრთა გადაყვანის ნებართვას თბილისის მიმარლებით. აცხადებს, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფები სამართლებრივ გზასთან ერთად პროტესტის მშვიდობიანი აქციების გზით გამოხატვას, კვლავ გააგრძელებენ.

Comments