რუსთავის მერი აქციის მონაწილეთა ბრალდებებს პასუხობს


დღეს რუსთავის მაჟორიტარის ბიუროს წინ შეკრებილმა აქციის მონაწილეებმა განაცხადეს, რომ მგზავრთა გადაყვანაზე კონკურსის საკითხს ქალაქში ზვიად ძიძიგური წყვეტს. აცხადებდნენ, რომ რუსთავის მერმა, დავით ჯიქიამ მათ წარმომადგენლებთან შეხვედრისას განაცხადა, რომ ამ საკითხს ,,ზევიდან" წყვეტენ, კონკრეტულად კი ზვიად ძიძიგური წყვეტს.






Comments