,, ჩვენი თხოვნაა დამნაშავე ელემენტი არ მართავდეს გარდაბნის რაიონს“ - 14 აპრილი 2014



დღეს ქვემო ქართლის გუბერნატორს, გიორგი მღებრიშვილს გარდაბნის რაიონის ,,ქართული ოცნები"-ს აქტივის ნაწილი სტუმრობდა. გუბერნატორს რაიონის ამჟამინდელი გამგებლის, ამბაკო ავალიანის უფლებამოსილების შეჩერება სთხოვეს. გუბერნიასთან მისულები, რომელთა შორისაც იყო ,,ქართული ოცნებს" საპრეზიდენტო შტაბის ხელმძღვანელის მოადგილე ჯაბა ლურსმანაშვილი, აცხადებდნენ რომ რაიონს მართავს სისხლის სამართლის საქმეში ბრალდებული პირი - ამბაკო ავალიანი.



,, ჩვენი თხოვნაა დამნაშავე ელემენტი არ მართავდეს გარდაბნის რაიონს. ნუთუ ამხელა რაიონში ერთი წესიერი ადამიანის პოვნა გაჭირდა?! გუბერნატორმა განაცხადა, რომ მოკლე დროში იქნება ცვლილებები და დაახლოებით ერთი კვირა ითხოვა. ჩვენ რა თქმა უნდა, დავიცდით ეს ერთი კვირა და დაველოდებით რას მოიმოქმედებს. რაც შეეხება ამბაკო ავალიანს, რომელიც არის გარდაბნის გამგებლის მოვალეობის შემსრულებელი, მან უკვე დაიწყო საკუთარი ნათესავების დასაქმება", - საუბრობდა, ,,ქართული ოცნების" წევრი ლელა გოგოჭური, რომელიც ამავე დროს არის გარდაბნის რაიონის სოფელ სართიჭალის ტერიტორიული ორგანოს სპეციალისტი.

გუბერნატორთან შეხვედრიდან დაიმედებული გამოვიდა ჯაბა ლურსმანაშვილიც. ,, ჩემი კითხვა იყო რატომ დაინიშნა ეს ადამიანი გამგებლად, მაშინ როდესაც ამ დანიშნვამდე ორი დღით ადრე ფიზიკურად გამისწორდა. გუბერნატორი ამბობს, რომ ეს დანიშნვა არის დროებით და თვითონ ითხოვს დროს. ჩვენ რა თქმა უნდა, ერთ კვირასაც მოვიცდით და რამდენიმე დღეს არ გამოვეკიდებით, მთავარია სამართლიანობამ იზეიმოს", - საუბრობს ლურსმანაშვილი.


Comments