ლეიბორისტებმა რუსთავის მერობის კანდიდატი წარადგინეს

kkpress.ge

დღეს ,,ლეიბორისტული პარტიის" რუსთავის მერობის კანდიდატი, შალვა ნათელაშვილმა წარადგინა. ,,ტრანსპორტნიკების აღიარებული ლიდერი" ასე უწოდა მან პარტიის რუსთავის მერობის კანდიდატ, რევაზ რიჟამაძეს. განაცხადა, რომ რიჟამაძე ძალისხმევას არ ზოგავს ტრანსპორტის სფეროში დასაქმებულთა უფლებების დასაცავად და მერობის ღირსეული კანდიდატია.

თავად მერობის კანდიდატმა, რევაზ რიჟაძემ კი პირველი დაპირება მისცა ამომრჩეველს. განაცხადა, რომ არჩევის შემთხვევაში გააუქმებს რუსთავის მერიის გამოცხადებულ ,,კრიმინალურ ტენდერს". 

,, 16 წელია საადვოკატო საქმიანობას ვეწევი და არ მიფიქრია პოლიტიკაში წასვლაზე. ახლა კი ვხედავ, რომ სამართლებრივი რესურსები არ არის საკმარისი და გამოვიყენებ პოლიტიკურ რესურსს. მე თავად გავხდები რუსთავის მერი და გავაუქმებ რუსთავის მერიის გამოცხადებულ კრიმინალურ ტენდერს",- საუბრობდა რევაზ რიჟამაძე.
აცხადებდა, რომ არჩევის შემთხვევაში ხელს შეუწყობს ადგილობრივ მცირე და საშუალო ბიზნესს, სხვადასხვა სფეროების მონოპოლიზებას კი არ დაუშვებს.


kkpress.ge მასალის გამოყენება შეგიძლიათ, მხოლოდ, საიტის მითითებით

Comments