თეთრიწყაროს ხაიშელები მესტიელებს გამოცდილებას უზიარებენ

KKPRESS.GE - ქვემო ქართლის საინფორმაციო პორტალი 

რაც შეეხება გამოცდილების გაზიარებას. თეთრიწყაროს სოფელ ხაიშის მაცხოვრებლემა ისაუბრეს იმ სირთულეებზე რაც ჩამოსახლების შემდეგ გამოიარეს და არსებულ პრობლემებზეც. მოსახლეობა აცხადებს, რომ მათი კუთვნილი მიწები უცხოელებზეა გასხვისებული და სოფელს საძოვრები არ აქვს. ასევე თეთრიწყაროს სოფელი ხაიში სასმელი და სარწყავი წყლის პრობლემის წინაშე დგას.

დღეს, თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელ ხაიშში არასამთავრობო ორგანიზაცია იმედი-2006 ის სააქტო დარბაზში ადგილობრივ მოსახლეობასა და მესტიის მუნიციპალიტეტის ხაიშის თემის წარმომადგენლებს შორის შეხვედრა შეგდა.

შეხვედრის მიზანია გასული საუკუნის 80-იან წლებში მესტიის რაიონის ხაიშიდან და მიმდებარე სოფლებიდან თეთრიწყაროს რაიონში ჩამოსახლებული მოქალაქეების მიერ ჩამოსახლების შემდგომი პერიოდის შესახებ გამოცდილების გაზიარება, მესტიის ხაიშის მოსახლეობისთვის.

ღონისძიებაზე მთავარი საუბრის თემა ხუდონ ჰესის საკითხი იყო. მესტიელი ხაიშელები აცხადებდნენ, რომ 600 ადამიანმა სვანური ტრადიციის თანახმად ხატზე დაიფიცა, რომ ჰესის მშენობლობას არ დაუშვებს და არავის მოაშლევინებს სვანეთის ,,ჭიშკარს".

,, ჩვენ ვთხოვთ ენერგეტიკის მინისტრსა და პრემიერ-მინისტრეს, რომ შეცვალონ გადაწყვეტილება და სვანეთი დარჩეს ისე, როგორც არის. გვინდა, რომ მთელ საქართველოს მივაწვდინოთ ხმა და დადგნენ ჩვენს გვერდით. უარი ხუდონ ჰესს!", - აცხადებს მესტიის მუნიციპალიტეტის მაცხოვრებელი, თენგიზ თორია.

რაც შეეხება გამოცდილების გაზიარებას. თეთრიწყაროს სოფელ ხაიშის მაცხოვრებლემა ისაუბრეს იმ სირთულეებზე რაც ჩამოსახლების შემდეგ გამოიარეს და არსებულ პრობლემებზეც. მოსახლეობა აცხადებს, რომ მათი კუთვნილი მიწები უცხოელებზეა გასხვისებული და სოფელს საძოვრები არ აქვს. ასევე თეთრიწყაროს სოფელი ხაიში სასმელი და სარწყავი წყლის პრობლემის წინაშე დგას.

ხუდონ ჰესის მშენებლობის საკითხზე კი თეთრიწყაროს ხაიშელებიც სოლიდარულები არიან მესტიელი ხაიშელების და მთავრობას მოსახლეობის აზრის გათვალისიწნებისკენ მოუწოდებენ.

აღნიშნული შეხვედრა  გაიმართა  პროექტის „ახალი ხაიში ძველის დასაცავად" ფარგლებში, პროექტს ახორციელებს არასამთავრობო ორგანიზაცია „მეოხი 2010" კონსულტაციისა და ტრენინგის ცენტრის (CTC) ფინანსური მხარდაჭერით. პროექტის პარტნიორია „საქართველოს სამოქალაქო საზოგადოების განვითარების ასოციაცია (ACSDG).


მედეა ჭკადუა
kkpress.ge მასალის გამოყენება შეგიძლიათმხოლოდსაიტის მითითებით 

Comments