,,ოცნებას ჰგონია, 10 ბანერში 150 ათასს თუ დახარჯავს, არჩევნებს მოიგებს“, - ალექსანდრე ბერიძე - 13 მაისი 2014

KKPRESS.GE- ქვემო ქათლის საინფორმაციო პორტალი 

,,ქვემო ქართლის საინფორმაციო პორტალი" იწყებს მერობის და გამგებლობის კანდიდატების მკითხველისთვის გაცნობას. რესპოდენტები პასუხობენ კითხვებს, რა ხედვები აქვთ ქალაქის, თუ რაიონის განვითარების და როგორ აფასებენ მიმდინარე წინასაარჩევნო კამპანიას.

რუსთაველებს მერობის კანდიდატად საარჩევნო ბლოკი ,,არასაპარლამენტო ოპოზიცია" ალექსანდრე ბერიძის კანდიდატურას სთავაზობს.

ბერიძე ამბობს, რომ რუსთავს ვერც ერთმა ხელისუფლებამ ვერ მოუძებნა სწორი ნიშა და იმის ნაცვლად, რომ რეგიონის ცენტრად ექცია - იყო წარუმატებელი მცდელობები აღედგინათ მისი სამრეწველო ფუნქცია. საუბრობს, რომ წარსულში არსებულ სამრეწველო ფუნქციას ქალაქი ვეღარ აღიდგენს, რადგან საბჭოთა კავშირის დროს მას ამ საქმეში არსებული სამრეწველო კავშირები უწყობდა ხელს - რაც დღეის მდგომარეობით  არ არსებობს და ამ ნიშას დაკავების მცდელობა დროის ფუჭი ხარჯვაა.

,, დღეს რუსთავი ნელ-ნელა კვდება. ერთადერთი გზა ქალაქის განვითარების არის მისი რეგიონის საგანმანათლებლო-კულტურულ ცენტრად ქცევა. რუსთავს უნდა დაუბრუნდეს საუნივერსიტეტო ქალაქის სტატუსი - უნდა შეიქმნას ტექნიკური პროფილის უმაღლესი სასწავლებელი", - საუბრობს ბერიძე.

ამბობს, რომ საპარლამენტო არჩევნების შემდეგ თვითმმართველობებში დაწყებულმა ცვლილებებმა და მოსულამ ახალმა გუნდმა ვერ შეძლო ქალაქში არსებული გამოწვევების სწორად განსაზღვრა.

,, საპარლამენტო არჩევნების შემდეგ მოხდა უხეში ჩარევა თვითმმართელობებში. მოიყვანეს ადამიანები, რომლებიც არ იყვნენ ხალხის არჩეულები. შესაბამისად, მოსახლეობამ მალევე მოახდინა მათგან დისტანცირება, რადგან ამ ადამიანებს ხალხისგან ლეგიტიმაცია არ ჰქონდათ.

მათ მოსვლის შემდეგ, ცენტრალური ხელისუფლებისგან მიიღეს ერთი ძირითადი მესიჯი, რაც რუსთავის გამწვანებას უკავშირდებოდა.

მე შევადარე ბოლო რამდენიმე მერის ამ მიმართულებით გაკეთებული განცხადებები და აბსოლუტურად იდენტურია. ისევე აკეთებენ ამ თემით პიარს, როგორც წინა სხვა მერები", - დასძენს ალექსანდრე ბერიძე.

წინასაარჩევნო კამპანიის მიმდინარეობის შეფასებისას ამბობს, რომ მისი კონკურენტების აგდებული დამოკიდებულება მოსახლეობის მძიმე სოციალური მდგომარეობის მიმართ - ამ შემთხვევაშც სახეზეა.

,, ოცნებას ჰქოგიანი, 10 ბანერში 150 ათასს თუ დახარჯავს, არჩევნებს მოიგებს. მათ სხვა ხედვა არ აქვთ.

როდესაც შენ თვითმმართველობაში მოგდის 100-ზე მეტი წერილი, სადაც ადამიანები წამლის ფულს, ელექტროენერგიის გადასახადის დაფარვას  და ამგვარ საჭიროებებზე  გწერენ - შენ კიდე, ამხელა თანხებს ბილბორდებზე ხარჯავ, 2 000 ლარი გაქვს ხელფასი, საწვავი და სხვა თანხები - ეს გულგრილობაა მოსახლეობის მიმართ და ეს არ არის პასუხისმგებლიანი ხელისუფლება! ", - აცხადებს ბერიძე.

ამბობს, რომ არჩევნების შემდეგ თვითმმართველობაში მოსულმა გუნდმა კადრები არა პროფესიონალიზმის არამედ პირადი განწყოლბების მიხედვით შეარჩია. ,, ახლა პირდებიან თავიანთ კოორდინატორებს, რომ თვითმმართველობის არჩევნების შემდეგ დაასაქმებენ. ასეთი დამოკიდებულებით კი რეალურად პროფესიონალ ახალგაზრდებს უკლავენ პერსპექტივის განცდას".

საუბრობს, რომ ,,არასაპარლამენტო ოპოზიცია" გამარჯვების შემთხვევაში ქალაქში არსებული მძიმე ეკონომიური მდგომარების შესაცლელად - მცირე მეწარმეებისთვის თანხებს მოიძიებს და რუსთაველების წამოწყებულ მცირე ბიზნესებს წაახალისებს.

თვითმმართველობაში დასაქმების მსურველებს კი შერჩევას არა პარტიული ნიშნით, არამედ  პროფესიონალიზმის კუთხით ჰპირდება. ამ თემაზე საუბრისას აცხადებს, რომ თვითმმართველობებში შემცირებებია საჭირო და ქალაქს არსებული რაოდენობის კადრი არ სჭირდება.



kkpress.ge მასალის გამოყენება შეგიძლიათ, მხოლოდ, საიტის მითითებით

Comments