ნაციონალებმა მერობის და საკრებულოს წევრობის კანდიდატები დაასახელეს - 18 მაისი 2014

KKPRESS.GE - ქვემო ქართლის საინფორმაციო პორტალი 

,,ნაციონალურ მოძრაობას"  დღეს რუსთავში დიდი თავყრილობა ჰქონდა. პარტიის ლიდერებმა საზოგადოებას რუსთავის მერობის და მაჟორიტარობის კანდიდატები წარუდგინეს. გაირკვა, რომ ყოფილი მმართველი გუნდის სიას კახა გურგენიძე ჩაუდგება სათავეში, მერად კი პარტია რუსთაველებს მამუკა ჩიქოვანის კანდიდატურას სთავაზობს.

კანდიდატების წარდგება რუსთავის თეატრში შედგა. დარბაზი მალევე გაივსო, ქალაქისთვის ცნობილი ნაციონალებით და რიგითი მოქალაქეებით. ტრიბუნაზე ერთმანეთს პარტიის ლიდერები ცვლიდნენ და არსებული ხელისუფლების შეცდომებზე საუბრობდნენ. გიგი უგულავას განცხადებით გაქარწყლდა ყველა ის ბრალდება, რასაც ,,ოცნება" მათ უყენებდა. საუბრობდა, რომ ამჟამინდელი მმართველი გუნდი მათ უამრავ საკითხში სდებდა ბრალს და ყველაფერთან ერთად აცხადებდა, რომ ნაციონალები
,,თითო ქათმიდან ბარკალს" იტოვებდნენ. საუბრობდა, რომ ქვეყანაში ახალი მთავრობის მოსვლის შემდეგ მხოლოდ ერთი ობიექტი აშენდა და ისიც მიხეილ სააკაშვილის ბიბლიოთეკაა.

ასეთივე შემართების იყო რუსთავის მერობის კანდიდატის, მამუკა ჩიქოვანის გამოსვლაც. საუბრობდა, რომ რუსთავის განვითარება შეჩერებულია და საჭიროა ,,უნიათოების" მართვის სადავეებიდან ჩამოშორება.

 ,, მე გპირდებით ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ გაიზრდება ჩვენი ქალაქის ბიუჯეტი. ასევე ამ ბიუჯეტის 50% მოხმარდება სოციალურ პროგრამებს", - საუბრობდა ჩიქოვანი.

მან და გიგი უგულავამ შეკრებილებს პარტიის სიის ათეული გააცნეს. ჩამონათვალი ასე გამოიყურება: კახა გურგენიძე, კახა ბარათაშვილი, ზაზა იმედაშვილი, ნათია ნადირაშვილი, მაია დოლიძე, მამუკა აბულაძე, ზაქარია ტაბატაძე, იაგო ბადაგაძე, სოფიკო ხუციშვილი და მალხაზ ვეფხვაძე.



kkpress.ge მასალის გამოყენება შეგიძლიათმხოლოდსაიტის მითითებით 

Comments