რუსთავის მერობის კანდიდატი საარჩევნო პროცესებში უშიშროების ჩართულობაზე საუბრობს


KKPRESS.GE- ქვემო ქათლის საინფორმაციო პორტალი                                

დღეს ტელეკომპანია ,,კავკასიის" ეთერში, რუსთავის მერობის კანდიდატმა, ეროსი კიწმარიშვილმა ქალაქში არსებულ კრიმინოგენულ ვითარებაზე ისაუბრა.
კიწმარიშვილი აცხადებდა, რომ ახალგაზრდებში კრიმინალური სამყაროს გავლენა იზრდება და მართალია, დღეს სურათი არ არის დრამატული, მაგრამ  საშიში ტენდენციები სახეზეა. აცხადებდა, რომ უწყებები რომლებიც ამგვარ პროცესებს თვალყურს უნდა ადევნებდნენ, დაკავებული არიან თვალთვალით და პოლიტიკური ოპონენტების მიმართებაში გარკვეული ძიებებით.

,, მეუბნებიან, რომ რუსთავში ერთ-ერთი აქტიური მონაწილე საარჩევნო პროცესების არის უშიშროების სამსახურის ადგილობრივი ხელმძღვანელი, რომელიც ახდებს ამ კუთხით მენეჯმენტს. ეს, იმის ნაცვლად, რომ აკეთოს ის საქმე რაც რეალურად  ევალება.
მივმართავ ამ სტრუქტურებს, დაანებეთ თავის საარჩევნო პროცესებში ხელის ფათურს - აკეთეთ თქვენი საქმე", - აცხადებს კიწმარიშვილი.

საქართველოს საარჩევნო კოდექსით ძალოვან უწყებებს ეკრძალებათ საარჩევნო კამპანიაში ჩართვა და ამ მიზნით სახელმწიფო რესურსის, როგორც მატერიალურის ასევე ადამიანურის გამოყენება.

Comments