მამუკა ჩოქური - ,,ოცნების“ დაწუნებული გამგებელი

KKPRESS.GE

საპარლამენტო არჩევნების შემდეგ, ისევე როგორც საქართველოს სხვა რაიონებში, გამგებლები შეცვალეს ქვემო ქართლშიც. ,,ოცნების" გამარჯვების შემდეგ თეთრიწყაროს რაიონს სათავეში მამუკა ჩოქური ჩაუდგა.

რაიონის საზოგადოების არც, თუ მცირე ნაწილის მოწონება მალევე დაიმსახურა. ჰქონდა თამამი გამოსვლები რიგი საკითხების მიმართ. იყო რეგიონის ერთადერთი გამგებელი, რომელმაც საჯაროდ გააკრიტიკა სოფლის მეურნეობის სამინისტრო და განაცხადა, რომ ხვნა-თესვის ბარათების დარიგება მის რაიონში დაგვიანდა და უწყებას ამ კუთხით მეტი ყურადღება მართებდა.

დღეს ,,ქართული ოცნებისთვის" ჩოქური მოსაწონი კანდიდატი აღარაა. მმართველი გუნდი რაიონის გამგებლობის კანდიდატად მას არ ასახელებს.
,,  დიახ, სხვა პარტიებიდან მქონდა შემოთავაზება, მაგრამ მე ამ თანამდებობაზე დამნიშნა კოალიციამ და არ მიმაჩნია მორალურად სწორად,  რომ სხვა პარტიის შემოთავაზებას დავთანხმდე - მიუხედავად იმისა,  რომ მყავს მხარდამჭერები. ამაში გასაკვირი არაფერია ნებისმიერი თანამდებობა დროებითია..

ეს ხდება უმაღლესი ხელისუფლების მხრიდან მიღებული გადაწყვეტილების საფუძველზე და მე როგორც, ამ ხელისუფლების მიერ დანიშნული პირი ვალდებული ვარ გადაწყვეტილება მოვიყვანო სისრულეში. ჩემი თანამდებობაზე დანიშვნა  მოხდა უმაღლეს დონეზე და აქედან გადაყვანაც, მოხდება უმაღლეს დონეზე მიღებული  გადაწყვეტილების საფუძველზე.

ეს გადაწყვეტილება მიღებულია ხელისუფლებაში და გაპროტესტებას არ ვაპირებ. ერთი შემიძლია ვთქვა, რომ ნებისმიერ სიტუაციაში დავდგები იქ, სადაც ჩემ ქვეყანას დასჭირდება", - აცხადებს ჩოქური.

მედეა ჭკადუა
kkpress.ge მასალის გამოყენება შეგიძლიათმხოლოდსაიტის მითითებით

Comments